EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

ტალი ეშკოლი - საერთაშორისო ჟიურის წევრი

ტალი ეშკოლი - ებრაელი პროდიუსერი და რედაქტორია. მის სახელს უკავშირდება სასცენო და სატელევიზიო ორიგინალური ფორმების შექმნა და განვითარება.

ეშკოლი ევროვიზიის ექსპერტია და ამ სფეროში დიდი გამოცდილება აქვს. ის იყო ისრაელის შიდაშასარჩევი კონკურსების ორგანიზატორი, შექმნა დოკუმენტური, სატელევიზიო ფილმები ევროვიზიის კონკურსში ისრაელის წარმომადგენლების შესახებ.  

14 წელია, რაც ევროვიზიის კონკურსებზე ისრაელის დელეგაციის წევრია და აქტიურად არის ჩართული პრომო ღონისძიებების ორგანიზებაში.  

ის იყო ევროვიზიისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიების - Israel Calling პროდიუსერი, რომელმაც უმასპინძლა 20 ქვეყნის დელეგაციებს.