EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

რალფ რეინინკი - საერთაშორისო ჟიურის წევრი

რალფ რეინინკი - ჰოლანდიელი პროდიუსერი, ევროვიზიის ექსპერტი და ჟურნალისტია. 2009 წლიდან ხელმძღვანელობს Eurovision in Concert-ს, რომელიც ყოველწლიურად ტარდება ამსტერდამში, ასევე ჩართულია ევროვიზიის პრომო ღონისძიებების, კოსტიუმირებული რეპეტიციების ორგანიზებაში; მუშაობს ევროვიზიის დელეგაციებთან და მონაწილეებთან.  

ის თანამშრომლობდა ევროვიზიის 200-ზე მეტ კონკურსანტთან, მათ შორის ქართველ მონაწილეებთან სოფო ნიჟარაძესთან, სოფო გელოვანთან და ნოდიკო ტატიშვილთან, ჯგუფთან The Shin და მარიკო ებრალიძესთან, ნინა სუბლატთან.