EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

ვინ წარადგენს საქართველოს ევროვიზიაზე - მიეცი ხმა შენ რჩეულს

დღეს გახდება ცნობილი, ვინ წარადგენს საქართველოს ევროვიზიაზე. თბილისის საკონცერტო დარბაზში ეროვნული კონკურსის საფინალო ტური გაიმართება. 

საერთაშორისო ჟიურიმ არჩევანი 25 კონკურსანტს შორის უნდა გააკეთოს. ჟიურისთან ერთად, გამარჯვებული შემოსული ზარებითაც გამოვლინდება. ხმის მიცემა ყველა კონკურსანტის გამოსვლის შემდეგ დაიწყება და 15 წუთის განმავლობაში გაგრძელდება.

საბოლოოდ გამარჯვებული ჟიურისა და შემოსული ხმების მიხედვით გამოვლინდება.

ეროვნული ფინალი საღამოს 8 საათზე დაიწყება. 

საქართველოს შიდაშესარჩევ ტურში 25 კონკურსანტი მონაწილეობს. ეროვნული კონკურსის მონაწილეები სცენაზე შემდეგი თანმიმდევრობით გამოვლენ:

1. გიორგი ჩიქოვანი, სიმღერით Make it Right (კომპოზიტორი - გიორგი ჩიქოვანი)
2. ბრენდონ სტოუნი და ეთერი ბერიაშვილი, სიმღერით Heyo Song (კომპოზიტორი - ბრენდონ სტოუნი)
3. რატი დურგლიშვილი, სიმღერით Why (კომპოზიტორი - რატი დურგლიშვილი)
4. ანდრია გველესიანი, სიმღერით Revolutionise (კომპოზიტორი - გიორგი ლაღიძე)
5. ალისა დანელია, სიმღერით We Are Eternity (კომპოზიტორი - ალისა დანელია)   
6. ნუცა ბუზალაძე, სიმღერით White Horses Run (კომპოზიტორები - Andy Vitolo and John King)
7. მალიბუ, სიმღერით We Live Once (ავტორი - მალიბუ)
8. ჯგუფი EOS, სიმღერით Urban Signs (ავტორები - გიორგი ქოჩორაძე, გედევან კევლიშვილი)
9. დიმა კობეშავიძე, სიმღერით Scream (კომპოზიტორი - დიმა კობეშავიძე)
10. ტრიო "მანდილი", სიმღერით "მე და შენ" (კომპოზიტორი - ვადიმ ესტერმანი, როსტისლავ მასლოვიჩი)
11. თამარა გაჩეჩილაძე, სიმღერით Keep the Faith (ავტორები - თამარა გაჩეჩილაძე, ანრი ჯოხაძე)
12. ნინო ბაშარული, სიმღერით "ლილეო" (Lileo) (კომპოზიტორი - ნინო ბაშარული)
13. ელენე მიქიაშვილი, სიმღერით Fighter (კომპოზიტორები - Ylva and Linda Persson)
14. MISHO, სიმღერით Magic (კომპოზიტორი - MISHO)
15. მარიკო ლეჟავა, სიმღერით Light it Up (კომპოზიტორი - "ბით ჰარდი", ბორიკო შხიანი და ალეკო ბერძენიშვილი)
16. ჯგუფი The Mins, სიმღერით Crime (კომპოზიტორი - ზვიად მღებრიშვილი)
17. ჯგუფი Sparkle, სიმღერით On The Top (კომპოზიტორი - ალეკო ბერძენიშვილი)
18. თორნიკე ყიფიანი, სიმღერით You Are My Sunshine (კომპოზიტორი - თორნიკე ყიფიანი)
19. თემო საჯაია, სიმღერით All The Same (კომპოზიტორი - თემო საჯაია)
20. საბინა ჭანტურია, სიმღერით Stranger (მუსიკა და ტექსტი - საბინა ჭანტურია)
21. მარიამ ჩაჩხიანი, სიმღერით Fly (კომპოზიტორი - ჯონი თითირაშვილი)
22. ჯგუფი Asea Sool, სიმღერით Nature (კომპოზიტორი - Asea Sool)
23. ნანუკა გიორგობიანი, სიმღერით Let The Sunshine In (კომპოზიტორი - ედიშერ ლომაძე)
24. ოთო ნემსაძე და ჯგუფი Limbo, სიმღერით Dear God (კომპოზიტორი - ბესო ნემსაძე)
25. დავით შანიძე, სიმღერით - "მტვერის კაცი" (კომპოზიტორი - დავით შანიძე)