საზოგადოებრივი
104.5 FM
EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

ევროვიზიის ეროვნული კონკურსის მონაწილეთა სცენაზე გამოსვლის რიგითობის განსასაზღვრელად კენჭისყრა გაიმართება

10 იანვარს, 15:00 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში, ევროვიზიის ეროვნული კონკურსის ფინალის მონაწილეთა სცენაზე გამოსვლის თანმიმდევრობის განსასაზღვრელად კენჭისყრა გაიმართება.

კენჭისყრის პროცესის ნახვა შესაძლებელი იქნება პირველი არხის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.

ევროვიზიის ეროვნული კონკურსის ფინალი 20 იანვარს თბილისის საკონცერტო დარბაზში ჩატარდება. მაყურებლის წინაშე 25 კონკურსანტი წარდგება. ხმის მიცემის პროცედურა 15 წუთს გაგრძელდება, საუკეთესოს საუკეთესოთა შორის საერთაშორისო ჟიური და მაყურებელი გამოავლენენ.

ფინალურ კონცერტზე ეროვნული კონკურსის გამარჯვებული დასახელდება, რომელიც საქართველოს წარადგენს 2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში, კიევში.