საზოგადოებრივი
104.5 FM
EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

აირჩიე შენი ხმა ევროვიზიაზე! - ეროვნული კონკურსის კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დღეიდან დაიწყება

აირჩიე შენი ხმა ევროვიზიაზე! - ეროვნული კონკურსის კონცერტზე დასასწრები ბილეთები 26 დეკემბრიდან გაიყიდება. ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება ვებგვერდზე tkt.ge.

ევროვიზიის ეროვნული კონკურსის ფინალი 20 იანვარს 20:00 საათზე თბილისის საკონცერტო დარბაზში გაიმართება. მაყურებლის წინაშე 25 კონკურსანტი წარდგება. საუკეთესოს საუკეთესოთა შორის საერთაშორისო ჟიური და მაყურებელი გამოავლენენ.

ფინალურ კონცერტზე ეროვნული კონკურსის გამარჯვებული დასახელდება, რომელიც საქართველოს წარადგენს 2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში, კიევში.