საზოგადოებრივი
EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

ევროვიზიის ეროვნული კონკურსის ფინალი 20 იანვარს გაიმართება

ევროვიზიის ეროვნული კონკურსის ფინალი 20 იანვარს თბილისის საკონცერტო დარბაზში გაიმართება.

მაყურებლის წინაშე 25 კონკურსანტი წარდგება. საუკეთესოს საუკეთესოთა შორის საერთაშორისო ჟიური და მაყურებელი გამოავლენენ. ხმის მიცემის პროცედურა მხოლოდ 15 წუთს გაგრძელდება, მას შემდეგ დაიწყება, რაც ყველა კონკურსანტი წარდგება მაყურებლის წინაშე.

ფინალურ კონცერტზე ეროვნული კონკურსის გამარჯვებული დასახელდება, რომელიც საქართველოს წარადგენს 2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში, კიევში.