საზოგადოებრივი
EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

საქართველოს შიდაშესარჩევ ტურში 25 კონკურსანტი მონაწილეობს

საზოგადოებრივი მაუწყებლის საპროდიუსერო ჯგუფის გადაწყვეტილებით, საქართველოს შიდაშესარჩევ ტურში 25 კონკურსანტი მონაწილეობს.

ფინალურ კონცერტზე ეროვნული კონკურსის გამარჯვებული დასახელდება, რომელიც საქართველოს წარადგენს 2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში, კიევში.

გამარჯვებულს გამოავლენენ საერთაშორისო ჟიური და მაყურებელი (მოკლე ტექსტური შეტყობინებების - SMS-ების საშუალებით). ხმის მიცემის პროცედურა მას შემდეგ დაიწყება, რაც მაყურებლის წინაშე ყველა კონკურსანტი წარდგება და გაგრძელდება 15 წუთს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამოცხადებულ ევროვიზიის ეროვნულ კონკურსში 28 განაცხადი შემოვიდა. მოგვიანებით ეროვნულ კონკურსს ნათია ბიძინაშვილი, ანი კეკუა და ანჩო დოლიძე გამოეთიშნენ.

საქართველოს შიდაშესარჩევ ტურში 25 კონკურსანტი მონაწილეობს - კონკურსანტების სრული სია ასეთია:

1. ნანუკა გიორგობიანი, სიმღერით Let The Sunshine In (კომპოზიტორი - ედიშერ ლომაძე)
2. გიორგი ჩიქოვანი, სიმღერით Make it Right (კომპოზიტორი - გიორგი ჩიქოვანი)
3. დავით შანიძე, სიმღერით - "მტვერის კაცი" (კომპოზიტორი - დავით შანიძე)
4. ტრიო "მანდილი", სიმღერით "მე და შენ" (კომპოზიტორი - ვადიმ ესტერმანი, როსტისლავ მასლოვიჩი)
5. ელენე მიქიაშვილი, სიმღერით Fighter (კომპოზიტორები - Ylva and Linda Persson)
6. ანდრია გველესიანი, სიმღერით Revolutionise (კომპოზიტორი - გიორგი ლაღიძე)
7. ჯგუფი The Mins, სიმღერით Crime (კომპოზიტორი - ზვიად მღებრიშვილი)
8. ალისა დანელია, სიმღერით We Are Eternity (კომპოზიტორი - ალისა დანელია)            
9. რატი დურგლიშვილი, სიმღერით Why (კომპოზიტორი - რატი დურგლიშვილი)
10. ბრენდონ სტოუნი და ეთერი ბერიაშვილი, სიმღერით Heyo Song (კომპოზიტორი - ბრენდონ სტოუნი)
11. თორნიკე ყიფიანი, სიმღერით You Are My Sunshine (კომპოზიტორი - თორნიკე ყიფიანი)
12. ჯგუფი EOS, სიმღერით Urban Signs (ავტორები - გიორგი ქოჩორაძე, გედევან კევლიშვილი)
13. დიმა კობეშავიძე, სიმღერით Scream (კომპოზიტორი - დიმა კობეშავიძე)
14. მალიბუ, სიმღერით We Live Once (ავტორი - მალიბუ)
15. ჯგუფი Asea Sool, სიმღერით Nature (კომპოზიტორი - Asea Sool)
16. MISHO, სიმღერით Magic (კომპოზიტორი - MISHO)
17. თამარა გაჩეჩილაძე, სიმღერით Keep the Faith (ავტორები - თამარა გაჩეჩილაძე, ანრი ჯოხაძე)
18. ოთო ნემსაძე და ჯგუფი Limbo, სიმღერით Dear God (კომპოზიტორი - ბესო ნემსაძე)
19. მარიამ ჩაჩხიანი, სიმღერით Fly (კომპოზიტორი - ჯონი თითირაშვილი)
20. ნუცა ბუზალაძე, სიმღერით White Horses Run (კომპოზიტორები - Andy Vitolo and John King)
21. ჯგუფი Sparkle, სიმღერით On The Top (კომპოზიტორი - ალეკო ბერძენიშვილი)
22. ნინო ბაშარული, სიმღერით "ლილეო" (Lileo) (კომპოზიტორი - ნინო ბაშარული)
23. თემო საჯაია, სიმღერით All The Same (კომპოზიტორი - თემო საჯაია)
24. მარიკო ლეჟავა, სიმღერით Light it Up (კომპოზიტორი - "ბით ჰარდი", ბორიკო შხიანი და ალეკო ბერძენიშვილი)
25. საბინა ჭანტურია, სიმღერით Stranger (მუსიკა და ტექსტი - საბინა ჭანტურია)