საზოგადოებრივი
104.5 FM
EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

MISHO - ევროვიზიის ეროვნული კონკურსის მონაწილე

MISHO (მიშო სულუხია) - დაიბადა 1989 წლის 3 იანვარს, თბილისში.

კლასიკური მუსიკალური განათლება: საქართველო - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია; იტალია - Academia di Lirica "Mario Binci"; შვეიცარია, ბაზელი - Scuola Cantorum Basilista - Songwriter, Singer, Sound produser.

მონაწილეობდა ტელეშოუებიში STAR ACADEMY, X FACTOR, BRAVO, GOLDEN TALLENT, "ნუცას სკოლა", "ბროლის წერო"; არის საერთაშორისო კონკურსების სპეციალური პრიზების მფლობელი. მღერის მამაკაცისთვის დამახასიათებელი იშვიათი სასიმღერო ტემბრით - კონტრტენორით. ამ ჟანრში აქვს საშემსრულებლო პრაქტიკა ევროპის მასშტაბით. შესრულებული აქვს არიები გია ყანჩელის, ჰენდელის, ბახის, ვივალდის და სხვა ბაროკოს ეპოქის კომპოზიტორების შემოქმედებიდან.
 
2012- 2014 წლებში მასტერკლასს გადიოდა ანდრეა შოლთან და სტინგის მუსიკალური ალბომების პროდიუსერ, რიჩარდ ლევიტთან. 2015 წელს ევროვიზიის შესარჩევ ფინალურ ტურში წარადგინა სიმღერა - One and Only, რომელმაც ჰოლანდიური და გერმანული რეიტინგების პირველი ადგილი დაიკავა. 2016 წელს X-FACTOR-ის ფინალურ ტურში შეასრულა რამშტეინის სიმღერა Mein Herz Brennt, რამაც მას გასაკუთრებული წარმატება მოუტანა. შესრულებული სიმღერა გაზიარებული იქნა რამშტეინის ოფიციალურ ვებგვერდზე და ნახა ათეულობით მილიონმა მაყურებელმა.

ქმნის საკუთარ ფერწერულ ნამუშევრებს. აქვს აუდიო და ვიდეო "ფროდაქშენი" და თანამშრომლობს ახალგაზრდა ნიჭიერ შემსრულებლებთან. ევროვიზიის შესარჩევ კონკურში 2015 წლის შემდეგ, მეორედ მონაწილეობს, სიმღერით MAGIC. სიმღერა არის მისტიკასა და ადამიანის ზებუნებრივ ძალებზე.

საკონკურსო სიმღერა - Magic (კომპოზიტორი - MISHO)