საზოგადოებრივი
104.5 FM
EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

თაკო გაჩეჩილაძე - ევროვიზიის ეროვნული კონკურსის მონაწილე

დაიბადა - 1983  წლის 17 მარტს, თბილისში.

დაამთავრა ზ. ფალიაშვილის  სახელობის  მუსიკალური ათწლედი; ასევე ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის, საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი.

8 წლის ასაკში მონაწილეობა მიიღო "ფერიების  კონკურსში", დაჯილდოებულია პრიზით - "ყველაზე  მუსიკალური ფერია".
9 წლის ასაკში გახდა “ბასტი-ბუბუს” სოლისტი, მონაწილეობდა საბავშვო შოუპროგრამებში.
11 წლის ასაკში გახდა საბავშვო-საერთაშორისო კონკურსის “ბროლის ნაძვის” ლაურეატი, რის  შემდეგ  გაიგზავნა მოსკოვში საერთაშორისო კონკურსზე  “ხრუსტალნაია ნოტა” და გახდა ლაურეატი. იმავე წელს მოსკოვის ტელეარხმა РЕН-ТВ-მ საახალწლო მუსიკალურ გადაცემაში - “წლის აღმოჩენად" აღიარა.

მონაწილეობდა მსოფლიო-საყმაწვილო დელფიადაში, ასევე ფესტივალებსა და კონცერტებში: “თბილისური გაზაფხული”, “შენ  გიმღერი ჩემო თბილის ქალაქო” (ლაურეატის  წოდება), “მანა-94”, ”მანა-95” (ყველაზე პატარა მონაწილე), "საჩუქარი", ქართული  კულტურის დღეებში - ქაიროში, ქართული  ფოლკლორული სიმღერის კონცერტებში - იაპონიაში, ებრაელი და  ქართველი  ხალხების 26-საუკუნოვანი მეგობრობისადმი მიძღვნილი კონცერტი, “თბილისობა", როგორც მერიის საკონცერტო ორკესტრის სოლისტი, 26 მაისის -  საქართველოს დამოუკიბლობის დღის აღსანიშნავი კონცერტები, ”ტრასეკას” გახსნა, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის საქართველოში ვიზიტისადმი მიძღვნილი  კონცერტში, ამერიკის საელჩოს გახსნა, კონცერტი სამხედრო აკადემიის  კურსდამთავრებულებისათვის და სხვ. გამოდიოდა არაერთი ორგანიზაციის  პრეზენტაციებზე (GT, MAGTI, BALI, GEOSTAR).

2001 წელს, უკრაინაში, სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე - “მორე დრუზეი”,  მოიპოვა პირველი ადგილი.
2002 წელს, ბელარუსში, სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე  - “სლავიანსკი  ბაზარ” მოიპოვა პირველი ადგილი. ამავე  წელს მიიწვიეს მოსკოვში, კრემლის სასახლეში გამართულ ა. ბასილაიას საიუბილეო-შემოქმედებით საღამოზე. მონაწილეობდა ბიძინა კვერნაძისა და რუსუდან სებისკვერაძის შემოქმედებით  საღამოებში.

2004 წელს გამოვიდა მისი პირველი ალბომი.

2005-2006 წლებში მიწვეული იყო გერმანიაში, ქართველი მუსიკალური  პროდუსერის ზ. ლაფერაშვილის და კომპოზიტორ ქრისტიან ლორის მიერ, სადაც მონაწილეობდა ახალი სიმღერების ჩაწერაში და საკონცერტო გამოსვლებში ბერლინში, მიუნხენში, ნოიბურგში, ინგოლშტადტში.

2007 წელს სრულიად საქართველოს მუსიკალურ ფესტივალში "პატრინოტი 2007“  დაჯილდოვდა, როგორც ერთ-ერთი გამარჯვებული სიმღერის შემსრულებელი. ამავე წელს, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, დაჯილდოვდა ღირსების მედლით.  

თაკო გაჩეჩილაძე ჯგუფის "სტეფანე და 3G" სოლისტი იყო. 2009 წელს ჯგუფი  ევროვიზიის  შიდაშესარჩევი კონკურსის გამარჯვებული გახდა. ამავე წელს მონაწილეობდა ევროტურში, ასევე ტელეშოუებში - BBC, Sky News; მოხვდა ევროპის  მუსიკალური  ჩარტების ათეულში.

2011 წელს გამოვიდა MTV Europe-ის კონცერტში, ბათუმში. 2015 წელს  გაიმარჯვა სატელევიზიო კონკურს - "ერთი-ერთში".

1997 წლიდან, არის თბილისის მუნიციპალიტეტის საკონცერტო ორკესტრის სოლისტი.

საკონკურსო სიმღერა - Keep the Faith ( ავტორი - თაკო გაჩეჩილაძე)