საზოგადოებრივი
EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

თემო საჯაია - ევროვიზიის ეროვნული კონკურსის მონაწილე

დაიბადა 1988 წლის 21 მაისს, თბილისში.  

1996 წელს ჩაირიცხა თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის მე- 2 მუსიკალურ სკოლაში, ფორტეპიანოს ფაკულტეტზე; პარალელურად, სწავლობდა საესტრადო სტუდიაში, გიტარის განხრით;  2003-2007 წლებში წარჩინებით დაასრულა ზ. ფალიაშვილის სახელობის მე-2 სამუსიკო სასწავლებელი, ვოკალის განხრით.

2004 წელს მონაწილეობდა სატელევიზიო კონკურსში "ნურას სკოლა".
2005 წელს  წარდგა საერთაშორისო კონკურსზე - Golden Stag, რუმინეთში ქ. ბრაშოვში, სადაც კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე იყო ჯო კოკერი. თემო გახდა კონკურსის ლაურეატი.
2009 წელს თემო აღმოჩნდა სატელევიზიო შოუს "ვარსკვლავების აკადემიის" ფინალისტებში, სადაც წარმატებით მონაწილეობდა, თუმცა შოუ შეწყდა ფორსმაჟორული მდგომარეობის გამო.  

თემო წლების განმავლობაში მონაწილეობდა საერთაშორისო, თუ ადგილობრივ პროექტებსა და კონცერტებში. 2012- 2013 წლებში მონაწილეობდა საზოგადოებრი მაუწყებლის პროექტებში "10 + 10", სომხეთსა და უკრაინაში. ასევე 2010 წელს მონაწოლეობა მიიღო ევროვიზიის შესარჩევ კონკურსში, საქართველოში.
 
თემო წერს სიმღერებსა და ტექსტებს და თავადვე ასრულებს, ასევე მის სიმღერებს  ასრულებენ სხვა მომღერლებიც.

თემო დაკავებულია საქველმოქმედო საქმიანობით, ჩართულია სხვადასხვა აქციებსა და პროექტებში, აღსანიშნავია სამედიცინო კორორაცია Evexs-ის მუსიკალური პროექტი "ერთად", რომელიც დახმარებას უწევდა ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს. თემო მონაწილეობდა ვიდეოკლიპში, შეასრულა ქეთი გაბისიანის სიმღერა. კლიპს ფართო გამოხმაურება მოჰყვა.

თემო მუსიკალურ მოღვაწეობას ეწევა თბილისის მერიის "ბიგ ბენში", სოლისტის რანგში. აგრეთვე ხელმძღვანელობს ბენდს - ForceMajeurre.


საკონკურსო სიმღერა - All The Same (კომპოზიტორი - თემო საჯაია)