საზოგადოებრივი
104.5 FM
EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

ჯგუფი Asea Sool - ევროვიზიის ეროვნული კონკურსის მონაწილე

ჯგუფი Asea Sool ბათუმში, 2011 წელს, და-ძმა ბექა და ათინა ჯანუაშვილებმა შექმნეს. ისინი არიან არაერთი ფესტივალის, კონცერტისა და კონკურსის მონაწილეები.

2014 წელს მათ შექმნეს საუნდტრეკი ნანა ჯორჯაძის ფილმისთვის - My Mermaid, My lorelei, რომელიც დაჯილდოებულია კანის კინოფესტივალზე; წარდგენილი იყო კინო აკადემიის (ოსკარის) დაჯილდოებაზე, ასევე - European Film Awards (Germany, Berlin 2011), Bulgaria International Film Festival (2015), Vilnius Film Festival (2015), Odessa International Film Festival (2012), Inne Brzmienia Festival -Poland (2015).

Asea Sool არის უამრავი პროექტისა და ფესტივალის მონაწილე, მათ შორის აღსანიშნავია: Art Jazz Cooperation - festival (2011), Пикейные Жилеты rockfest! (Odessa 2012), Odessa Jazz Festival (2012), Arkhangelsk “MuzEnergo Tour” (2014) და სხვ.

ამჟამად, ჯგუფი Asea Sool ახალ ალბომზე მუშაობს, რომელიც 2017 წლის ბოლოს იქნება მზად.

საკონკურსო სიმღერა - Nature (კომპოზიტორი - Asea Sool)