საზოგადოებრივი
104.5 FM
EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

საბინა ჭანტურია - ევროვიზიის ეროვნული კონკურსის მონაწილე

საბინა ჭანტურია არის ქართველი-შვედი მომღერალი და სიმღერების ავტორი. შვედეთის მუსიკალურმა საგამომცემლო კომპანიამ “შვედეთის სიმღერებმა” (Swedish music publishing company - Sweden Songs) 2016 წლის მაისში გამოსცა მისი უახლესი მუსიკალური ვიდეო, სიმღერაზე - “იტირე ჩემთვის” (Cry For Me).
“იტირე ჩემთვის” აჟღერდა, როგორც შვედურ, ასევე ქართულ და ამერიკულ რადიოარხებზე.

2014 წელს გამოვიდა საბინა ჭანტურიას სიმღერა “ობობის ქსელი” (Spiderweb), რომლის პროდიუსერი არის კევინ ჯერვისი (Kevin Jarvis). სტუდია Bravo Records-თან თანამშრომლობით გამოიცა ამ სიმღერის ქართული ვერსიაც.

საბინამ კონცერტები გამართა შვედეთში, დანიაში, აშშ-სა და საქართველოში (თბილისის საკონცერტო დარბაზი, "არტ-გენი", "ზაზანოვა" და სხვ.). პირდაპირ ეთერში ინტერვიუები ჩამოართვეს და შეასრულა სიმღერები, როგორც შვედურ რადიოსა და ტელევიზიაში, ასევე ქართულ სამაუწყებლო არხებზე, რომელთა შორის აღსანიშნავია GDS, პირველი არხი, რუსთავი 2, Music Box, აფხაზეთის ხმა და სხვ.

საკონკურსო სიმღერა - Stranger (მუსიკა და ტექსტი - საბინა ჭანტურია)