საზოგადოებრივი
104.5 FM
EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

ბრენდონ სტოუნი და ეთერი ბერიაშვილი - ევროვიზიის ეროვნული კონკურსის მონაწილეები

ბრენდონ სტოუნი (ნამდვილი სახელი - ბესიკ შპეტიშვილი) - მომღერალი, კომპოზიტორი, 8 წლის განმავლობაში იყო კონკურსის "ახალი ტალღა"  მუსიკალური პროდიუსერი. მან დაამთავრა ბერლინის კონსერვატორია, ჯაზური  ფორტეპიანოს განხრით. სიმღერებს ასრულებს მრავალ ენაზე.

ეთერი ბერიაშვილი - ჯაზისა და ესტრადის მომღერალია. მან გამარჯვება მოიპოვა  ბევრ ვოკალურ კონკურსში. ის უკრავს ფორტეპიანოსა და ვიოლინოზე. 2015 წელს ეთერმა მონაწილეობა მიიღო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის შიდაშესარჩევ ტურში.

ბრენდონ სტოუნის და ეთერი ბერიაშვილის დუეტი მრავალი წელია შეიქმნა. დუეტმა ჩაწერა სიმღერა - "ჩემი საქართველო". ახლახან დუეტმა გადაწყვიტა ჩაეწერა ახალი სიმღერა, რომლითაც შიდაშესარჩევ კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში წარდგებიან კიევში, 2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში.

ბრენდონ სტოუნთან და ეთერი ბერიაშვილთან ერთად მაყურებლის წინაშე წარდგება ვახტანგ კალანდაძე.

ვახტანგი (ვახტანგ კალანდაძე)
დაიბადა - 1988 წლის 23 აპრილს, საქართველოში.
ვახტანგი ცნობილი ბიტბოქსერი და მომღერალია; რუსეთის შვიდგზის და მსოფლიო ჩემპიონია ბიტბოქსში.
ფლობს  МУЗ-ТВ-ის და Золотой Граммофон-ის პრემიებს, ვალერი მელაძესთან და ჯგუფ "ვიაგრასთან" შესრულებული სიმღერისთვის.
მისი, ბრენდონ სტოუნის თანაავტორობით, შექმნილი სიმღერა "Она" იქცა 2016 წლის ჰიტად და Apple Music-ის საუკეთესო ასეულში მოხვდა. 

საკონკურსო სიმღერა - Heyo Song (კომპოზიტორი - ბრენდონ სტოუნი)