საზოგადოებრივი
104.5 FM
EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

ნუცა ბუზალაძე - ევროვიზიის ეროვნული კონკურსის მონაწილე

დაიბადა 1997 წლის 28 იანვარს, ქალაქ თბილისში.

5 წლის ასაკიდან, დადიოდა ანსამბლ "მართვეში"; შემდეგ ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლის "მზიურის" მთავარი ვოკალისტი იყო, ასევე უკრავდა სოლო გიტარაზე. 8 წლის ასაკიდან, დაიწყო ფორტეპიანოს შესწავლა.

კონკურსში პირველად რვა წლის ასაკში მიიღო მონაწილეობა - საერთაშორისო პროექტში "ხმა საქართველოდან“ ლაურიატის წოდება მიანიჭეს. შემდეგ იყო პროექტი "ანა ბანა". კომპოზიტორმა მაია კაჭკაჭიშვილმა სპეციალურად
მისთვის დაწერა სიმღერა, სახელწოდებით - In My Dreams. ნუცა პროექტ "ნიჭიერის" ნახევარფინალში მოხვდა, შეასრულა უიტნი ჰიუსტონის სიმღერა -Run To You.

14 წლის ასაკში, ნუცამ სწავლა დაიწყო Georgian Dream Studio-ში, სადაც კასტინგის საშუალებით შეარჩიეს. ერთი წლის განმავლობაში სწავლობდა სპეცილაურად ამერიკიდან ჩამოყვანილ პედაგოგებთან და ეუფლებოდა ვოკალს, ცეკვასა და სასცენო შესრულებას. ასევე, გაიარა მუსიკის თეორიისა და ისტორიის სპეციალური კურსი. სწავლის პარალელურად, დაკავბული იყო ხმის ჩამწერ სტუდიაში, სადაც მუშაობდა ბერასთან ერთად და წერდა მისი სიმღერებისთვის ბექ-ვოკალს.

ნუცა ბუზალაძემ უცხოელი პედაგოგებისგან ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო  და 16 წლის ასაკში მიიწვიეს ტელეკომპანია GDS-ში, პროექტ "ერთი-ერთში". ის მსოფლიოში ამ პროექტის ყველაზე პატარა მონაწილე გახდა და მეოთხე ადგილი დაიკავა. 17 წლის ასაკში ნუცამ პირველი აღიარება მოიპოვა - საერთაშორისო პროექტის "ახალი ხმის" გამარჯვებული გახდა. ის ასევე დასახელდა პროექტის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებულად.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მომღერალმა მონაწილეობა მიიღო "ცეკვავენ ვარსკვლავებში", მაგრამ მიღებული ტრავმის გამო პროექტის დატოვება მოუხდა, მე-7 ტურიდან. ნუცა ასევე მონაწილეობდა პროეტ "ორ ვარსკვლავში".

საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის სურვილით, ნუცა გაემგზავრა თურქეთში. კასტინგის საშუალებით, ის შეარჩიეს პოპულარული გადაცემისთვის "ახალი ხმა". ნუცას სიმღერის დროს ოთხივე მენტორი მობრუნდა, თუმცა თავად არჩევანი გააკეთა ცნობილ თურქ მომღერალ ჰადისეზე. თურქეთში შეიქმნა მისი ფანკლუბი. პრესა მომღერალს წარმატებას უწინასწარმეტყველებდა. ის პროეტში ნახევარფინალამდე დარჩა.

ამჟამად ნუცა სტამბოლში, ერთ-ერთ ცნობილ პროდიუსერთან ერთად, ახალ სიმღერაზე მუშაობს. უკვე დაგეგმილია პრემიერაც, რომელიც დუბაიში გაიმართება, რის შემდეგაც ახალი სიმღერა ტელევიზიისა და რადიოს საშუალებით გაჟღერდება.

საკონკურსო სიმღერა - White Horses Run (კომპოზიტორები - Andy Vitolo and John King)