საზოგადოებრივი
104.5 FM
EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

ნანუკა გიორგობიანი - ევროვიზიის ეროვნული კონკურსის მონაწილე

დაიბადა 1999 წლის პირველ აგვისტოს, ქალაქ ბათუმში.
დაამთავრა ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალური სკოლა და ასევე რევაზ ლაღიძის სახელობის მუსიკალური სკოლის ცხრაწლედი, ფორტეპიანოს განხრით.

პირველი აღიარება 2009 წელს მოიპოვა - ახალგაზდა მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსზე პირველი ადგილი დაიმსახურა. ამავე წელს დაასახელეს შიდასასკოლო კონკურსის "ეტიუდების" საუკეთესო შემსრულებელად. ბავშვთა და მოზარდთა კლასიკური მუსიკის II რესპუბლიკურ ფესტივალზე "იპოვე შენი ვარსკვლავი" საუკეთესო საშემსრულებლო ოსტატობისათვის, ლაურეატის წოდება მიანიჭეს. 2014 წელს მიიღო ბერლინის ინტერნაციონალური კულტურული ფესტივალის ლაურეატის წოდება. მონაწილეობს სხვადასხვა პროექტებსა და კონცერტებში. ნანუკა გიორგობიანი 2016 წლიდან, ჯგუფ "ჯეო პლანეტის" სოლისტია.

საკონკურსო სიმღერა - Let The Sunshine In (კომპოზიტორი - ედიშერ ლომაძე)