საზოგადოებრივი
104.5 FM
EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

მალიბუ - ევროვიზიის ეროვნული კონკურსის მონაწილე

მალიბუ (ტუღუში)
დაიბადა 1998 წლის 15 აპრილს, ქალაქ ბათუმში.

დაამთავრა ანდრია ბალანჩივაძის სახელობის ექსპერიმენტალურ სამუსიკო სკოლის საფორტეპიანო განყოფილება. გალობდა ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრის ბავშვთა გუნდში. ბავშვობაში მონაწილეობდა სხვადასხვა კონცერტებში.10 წლის ასაკიდან წერს საკუთარ მუსიკას და თავად ასრულებს.

სწავლობდა ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის თერთმეტწლედში, აკადემიური სიმღერის მიმართულებით.

მონაწილეობდა სხვადასხვა ღონისძიებებში.
2009 წელს მონაწილეობა მიიღო აჭარის ტელევიზიის მუსიკალურ პროექტ "ახალ ტალღა-ში" და პროექტის ფინალისტი გახდა.
2016 წელს მონაწილეობდა "რუსთავი 2-ის" პროექტ "X ფაქტორ-ში".
2016 წელს ჩაწერა სადებიუტო საავტორო სიმღერა This Is Who
I Am, რომლის კლიპიც - ChChx Production ძმებმა დათო და გიორგი
ჩეკურიშვილმა გადაიღეს. აღნიშნული სიმღერა შევა მუსიკოსის პირველ
ალბომში, რომელზეც მუშაობა უკვე მიმდინარეობს.

საკონკურსო სიმღერა - We Live Once (ავტორი - მალიბუ )