საზოგადოებრივი
104.5 FM
EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

დიმა კობეშავიძე - ევროვიზიის ეროვნული კონკურსის მონაწილე

დაიბადა 1992 წლის 10 მაისს, ქალაქ თბილისში.
2003- 2009 წლებში ცხოვრობდა მოსკოვში. 2009 წელს დაბრუნდა საქართველოში და დაამთავრა N მე-100 საჯარო სკოლა. 2009-2015 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.

მუსიკით ადრეულ ასაკში დაინტერესდა. მოსკოვში მეხუთე კლასიდან მღეროდა სკოლის გუნდში, რომელიც გახდა მრავალი კონკურსის ლაურეატი. სტუდენტობის პერიოდში მონაწილეობა მიიღო  პროექტში "ახალი ხმა“ და გახდა პროეტის მეოთხედფინალისტი. 2015 წელს მონაწილეობდა  X Factor-ში. ამჯამად არის ჯგუფის - M.R Band ვოკალისტი. წერს სიმღერებს, რომელთა შორისაც ერთ-ერთმა (Red Wine) დიდი მოწონება დაიმსახურა.

დიმას მუსიკალურ განათლებაზე მშობლებმა - მამამ, მომღერალმა ზურა კობეშავიძემ და დედამ, ვოკალის პედაგოგმა რუსუდან ლალიაშვილმა იზრუნეს.

საკონკურსო სიმღერა - Scream (კომპოზიტორი - დიმა კობეშავიძე)