საზოგადოებრივი
104.5 FM
EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

ნინო ბაშარული - ევროვიზიის ეროვნული კონკურსის მონაწილე

დაიბადა 1979 წელს.

1996 წელს ჩააბარა სულხან საბა ორბელიანის სახელობის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე; სწავლა განაგრძო ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტში. ნინომ ბავშვობიდანვე შეიყვარა სიმღერა. მიუხედავად იმისა, რომ მას დიდი მიღწევები ჰქონდა მხატვრულ ტანვარჯიშში, მაინც მუსიკა არჩია.

2004 წელს ნინო პირველად წარდგა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში ებრაული ხალხური სიმღერით "იდიდე იერუსალემ". 2007 წელს მისი ოცნება ახდა და გაემგზავრა ესპანეთში, სადაც საფუძვლიანად შეისწავლა ესპანური ენა და მათი საგანძური "ფლამენკო". იქვე დაეუფლა პორტუგალიურ კულტურასა და "ფადუს". მონაწილეობდა მადრიდის ჯაზ-ფესტივალში, სადაც შეასრულა ბოშური და ესპანური სიმღერები. შემოთავაზება ჰქონდა კინემატოგრაფიიდანაც, თუმცა უარი თქვა და სამშობლოს დაუბრუნდა.

საქართველოში მოღვაწეობა ჯგუფ "პალომა-ს" შექმნით დაიწყო. 2009 წელს ნინო ბაშარულმა მონაწილეობა მიიღო მუსიკალურ ტელეშოუში "ჯეოსტარი",საიდანაც გაიცნო და შეიყვარა ქართველმა მსმენელმა.

ამჟამად ის აქტიურად მუშაობს საქართველოსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების ეთნო-მუსიკაზე, ემზადება მორიგი ალბომის გამოსაცემად.

საკონკურსო სიმღერა - "ლილეო" (Lileo) (კომპოზიტორი - ნინო ბაშარული)