საზოგადოებრივი
104.5 FM
EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

ჯგუფი Sparkle - ევროვიზიის ეროვნული კონკურსის მონაწილე

ჯგუფ Sparkle-ის წევრმა - გოგონებმა ერთმანეთი მუსიკალურ პროექტ "ახალ ხმაში" გაიცნეს. ისინი დათო ფორჩხიძის გუნდში მოხვდნენ და ერთმანეთს უწევდნენ კონკურენციას. პროექტის დასრულების შემდეგ, 2014 წელს, მათ გადაწყვიტეს, სპეციალურად "X ფაქტორისთვის" შეექმნათ ჯგუფი და მაყურებლისათვის სიახლე  შეეთავაზებინათ. მათ წარმატებით გაიარეს ყველა ეტაპი და მოხვდნენ ფინალში. ქართულ "X ფაქტორ-ში" ჯგუფმა დაიკავა მეორე ადგილი. ჯილდოს სახით მიიღეს ლონდონის მუსიკალური ინსტიტუტის ერთთვიანი მასტერკლასი.

2015 წელს ჯგუფმა გადაწყვიტა მონაწილეობა მიეღო უკრაინულ "X ფაქტორ-ში". გოგონები საქართველოში ჩატარებული შიდაშესარჩევი ტურიდან არჩეულ 10 საუკუთესო ქართველ მონაწილეს შორის მოხვდნენ და კიევში გაემგზავრნენ. ეს პერიოდი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა მათთვის. მათ პირველ გამოსვლას მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ჯგუფი Sparkle დღემდე აქტიურად თანამშრომლობს უკრაინულ ტელეკომპანია СТБ-სთან.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ჯგუფმა პირველ ალბომზე მუშაობა გააგრძელა.

საკონკურსო სიმღერა - On The Top (კომპოზიტორი - ალეკო ბერძენიშვილი)