საზოგადოებრივი
104.5 FM
EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

ანდრია გველესიანი - ევროვიზიის ეროვნული კონკურსის მონაწილე

დაიბადა 1992 წლის 24 ივნისს, ქალაქ თბილისში.
დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტი, პროფესიით დრამისა და კინოს მსახიობი; ასევე მუსიკალური სკოლა ფორტეპიანოს განხრით.

ახმეტელის თეატრის მსახიობი მონაწილეობდა სხვადასხვა პროექტში, მათ შორის აღსანიშნავია "ჯეოსტარი", უკრაინის "იქს ფაქტორი". ის არის "სლავიანსკი ბაზრის“ ლაურეატი,  Мир-ის პრემიის მფლობელი, ასევე "ცეკვავენ ვარსკვლავების" ფინალისტი. იყო ჯანსუღ კახიძის ბიჭუნათა ანსამბლის სოლისტი.

თამაშობს სპექტაკლებში, რომელთა შორის აღსანიშნავია ანტონ ჩეხოვის "თოლია" - ბორის ტრიგორინი, სარტრის "გასვრილი ხელები" - ხედერერი, პინარის "კარადა" - ვალერი, იუნესკოს "მაკბეტი" - მაკბეტი, ქორეოგრაფიული სპექტაკლი "სიყვარულისთვის" - რომეო, შექსპირის პიესები Shakespeare Nella Lirica - მაკბეტი, ოტელო, რომეო, "სამოსელი პირველი" - მანუელო კოსტა, ირაკლი კაკაბაძე "მედეა და ოიდიპოსი" - ოიდიპოსი, მორგან დე ნარდი "ჰამლეტიკა", "რომეო და ჯულიეტა" - მერკუციო, ჩოხელი "ბედისწერის თეატრი", "2+2=2" - როდრიგო ფიშერი, მოლიერი "ფარისეველთა კაბალა" - ლუი XIV, "მოძღვრის აღსარება", "სტუმარ-მასპინძელი" - ზვიადაური და სხვ.

საკონკურსო სიმღერა - Revolutionise (კომპოზიტორი - გიორგი ლაღიძე)