საზოგადოებრივი
104.5 FM
EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

დავით შანიძე - ევროვიზიის ეროვნული კონკურსის მონაწილე

დავით შანი - იგივე დავით შანიძე ვაჟთა საეტაპო ანსამბლის "გეორგიკას" დამფუძნებელი, მუსიკალური ხელმძღვანელი და სოლისტია. ამავდრულად, წლების განმავლობაში, მოღვაწეობდა საყოველთაოდ აღიარებულ პროექტებში, როგორიც არის - ჯგუფი "შინ", პროექტით "ეგარი" და შემდეგ  ჯგუფი "ეგარი".

დავით შანიძე არის ეთნო-ჯაზ ჯგუფის "შინ“ ფოლკლორული ნაწილის ხელმძღვანელი და სოლისტი; ხოლო ჯგუფის "ეგარი" მუსიკალური ხელმძღვანელი, კომპოზიტორი და სოლისტი.

სწორედ ამ ჟანრობრივი მიმართულებით შეიქმნა სრულიად ახალი სოლო პროექტი დავით შანი "კავკასიის მარგალიტი“. აღნიშნული პროექტის ძირითადი მიზანი არის გემოვნებიანი, ქართული თანამედროვე მუსიკის განვითარება და პოპულარიზაცია. მასში გამოყენებულია ეთნო-ჯაზისა და არტ როკის ფართო მუსიკალური სპექტრი, რაც პროექტს მეტად თანამედროვეს, ადვილად აღსაქმელსა და მისაღებს ხდის ფართო მსმენელისთვის.

პროექტის დავით შანი "კავკასიის მარგალიტის" ფარგლებში უკვე არაერთი კონცერტი ჩატარდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და მსმენელთა საყოველთაო მოწონება დაიმსახურა.

საკონკურსო სიმღერა - "მტვერის კაცი" (კომპოზიტორი - დავით შანიძე)