საზოგადოებრივი
104.5 FM
EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

ჯგუფი EOS - ევროვიზიის ეროვნული კონკურსის მონაწილე

ჯგუფი EOS  შეიქმნა 2012 წელს. 2013 წელს ჯგუფმა 6 სიმღერა ჩაწერა, (დემო ვერსია). ამჟამად ჯგუფი სერიოზულ ამბიციებს ისახავ წინ. მათ უკვე ჰქონდათ არაერთი გამოსვლა სხვადასხვა ღონისძიებებზე. პარალელურად, წინ ელით რამოდენიმე კონცერტი, თბილისის მასშტაბით.

ჯგუფ EOS-ს იწვევენ სატელევიზიო შოუებში. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის ოთხივე წევრი სამსახურებითაც არიან დაკავებული, შუალედებში ახერხებენ ახალი სიმღერების დაწერას და რეპეტიციებსაც.

ჯგუფის წევრებს იზიდავთ სხვადასხვა სტილის მუსიკის შექმნა, თუმცა მათი  მთავარი მიმართულებებია ალტერნატიული ნიუ მეტალი, არტ როკი და ექსპერიმენტალი.

საკონკურსო სიმღერა - Urban Signs (ავტორები - გიორგი ქოჩორაძე, გედევან კევლიშვილი)