საზოგადოებრივი
104.5 FM
EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

ტრიო "მანდილი" - ევროვიზიის ეროვნული კონკურსის მონაწილე

თათული მგელაძე, თამარ წიკლაური და ირინა მიდელაური - სამი ქართველი გოგონა პოპულარული გახდა მუსიკალური ვიდეოსელფით, რომელიც მათ 2014 წლის 5 აგვისტოს გადაიღეს და განათავსეს ინტერნეტში. სულ რაღაც ორ კვირაში ვიდეორგოლმა მილიონ ნახვაზე მეტი მოიპოვა.

ტრიოს სახელწოდება "მანდილი" ნიშნავს თავსაბურავს. საქართველოს რეგიონებში ქალები ატარებენ მას. ძველი ქართული ტრადიციის მიხედვით, როდესაც მამაკაცები ჩხუბობდნენ, თუ ქართველი ქალი მათ შორის მანდილს ჩააგდებდა, ჩხუბი შეწყდებოდა და მშვიდობა დაისადგურებდა.

მოულოდნელმა წარმატებამ, გოგონები ძალიან გაახარა. წელს, მათ ჩაწერეს ალბომი With Love. ალბომში შესულია ორიგინალი, ქავერი და ფოლკლორული სიმღერები საქართველოსა და სიყვარულზე.

გოგონები მიწვევებს იღებენ სხვადასხვა პოპულარული ტელე და რადიო გადაცემებიდან. ისინი უკვე იყვნენ ფოლკლორული მუსიკის პრესტიჟულ ფესტივალებზე ბელგიასა და პოლონეთში. კონცერტები ჰქონდათ უკრაინაში, ბულგარეთში, რუსეთში, ყაზახეთსა და თურქეთში.

საკონკურსო სიმღერა - "მე და შენ" (კომპოზიტორი - ვადიმ ესტერმანი, როსტისლავ მასლოვიჩი)