საზოგადოებრივი
104.5 FM
EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

ალისა დანელია - ევროვიზიის ეროვნული კონკურსის მონაწილე

დაიბადა 1992 წლის 13 სექტემბერს, ბათუმში.

ბავშვობაში გატაცებული იყო მხატვრობით, მუსიკითა და თეატრით. ოთხი წლის ასაკში ალისა შეიყვანეს მუსიკალურ სტუდიაში "ჩანგი".

დაამთავრა ჯაზისა და საესტრადო ხელოვნების სახელმწიფო მუსიკალური კოლეჯი, ასევე გნესინის სახელობის რუსეთის მუსიკალური აკადემია, საესტრადო ჯაზის ვოკალის ფაკულტეტი.

მონაწილეობდა მუსიკალურ პროექტში "მთავარი სცენა",  "X-ფაქტორის" რუსულ ანალოგში. 2016 წელს კი ალისამ წარადგინა საქართველო კონკურს "ახალ
ტალღაში" სოჭში.

ალისამ ევროვიზიის შიდაშესარჩევი კონკურსისთვის სიმღერა თავად დაწერა.

საკონკურსო სიმღერა - We Are Eternity (კომპოზიტორი - ალისა დანელია)