EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

ევროვიზიის ეროვნული კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა - შემოვიდა 28 განაცხადი

2017 წლის ევროვიზიის ეროვნული კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა - საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განაცხადების მიღება შეწყვიტა. 7 ნოემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით, კონკურსში მონაწილეობა შეეძლოთ ყველა იმ მუსიკოსსა და ჯგუფს, რომლებიც წარმოადგენდნენ სპეციალურად ევროვიზიისთვის დაწერილ სიმღერებს.

სულ შემოვიდა 28 განაცხადი. ევროვიზიის ეროვნულ კონკურსს საბინა ჭანტურია დაემატა. მისი საბუთები გამოგზავნილი იყო გამოცხადებული კონკურსის ვადებში, თუმცა საზოგადოებრივ მაუწყებლამდე დაგვიანებით მოაღწია. კონკურსანტების სრული სია ასეთია:

1. ნანუკა გიორგობიანი
2. გიორგი ჩიქოვანი
3. დავით შანიძე
4. ტრიო "მანდილი"
5. ანჩო დოლიძე
6. ელენე მიქიაშვილი
7. ანდრია გველესიანი
8. ჯგუფი The Mins
9. ალისა დანელია
10. რატი დურგლიშვილი
11. ბრენდონ სტოუნი და ეთერი ბერიაშვილი
12. თორნიკე ყიფიანი
13. ჯგუფი EOS
14. დიმა კობეშავიძე
15. მალიბუ
16. ჯგუფი Asea Sool
17. ნათია ბიძინაშვილი
18. MISHO
19. ანი კეკუა
20. თამარა გაჩეჩილაძე
21. ოთო ნემსაძე და ჯგუფი Limbo
22. მარიამ ჩაჩხიანი
23. ნუცა ბუზალაძე
24. ჯგუფი Sparkle
25. ნინო ბაშარული
26. თემო საჯაია
27. მარიკო ლეჟავა
28. საბინა ჭანტურია

ეროვნული კონკურსის გამარჯვებული საქართველოს წარადგენს 2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში, კიევში.