EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

"საბავშვო ევროვიზია 2016-ის" პირდაპირ ეთერს საზოგადოებრივზე დემეტრე ერგემლიძე გაუძღვება

2016 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირდაპირ ეთერს საზოგადოებრივზე ჟურნალისტი დემეტრე ერგემლიძე გაუძღვება. შოუს პირდაპირი ტრანსლაცია 20 ნოემბერს, 19:00 საათიდან (ადგილობრივი დროით) განხორციელდება.

დემეტრე ერგემლიძე მედიაში 2006 წლიდან მოღვაწეობს, მუშაობდა საინფორმაციო სააგენტოებში, გაზეთებსა და ონლაინ მედიაში. 2011 წელს იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის სატელევიზიო პროექტის "პილოტის" მონაწილე. ბოლო წლებში, მუშაობს პირველ საზოგადოებრივსა და საზოგადოებრივ რადიოში კორესპონდენტის, პროდიუსერის და წამყვანის პოზიციებზე. ამჟამად უძღვება სატელევიზიო ჟურნალს "ფერმა" და რადიოგადაცემას საზოგადოებრივი რადიო ერთის დილის ეთერში; აქტიურად თანამშრომლობს ევროვიზიის საპროდიუსერო გუნდთან.

საბავშვო ევროვიზიის კონკურსს წელს მალტა მასპინძლობს.