საზოგადოებრივი
104.5 FM
EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

საზოგადოებრივი მაუწყებელი 2016 წლის საბავშვო ევროვიზიის ეროვნულ კონკურსს აცხადებს.

17 აგვისტოდან 25 სექტემბრის ჩათვლით, საზოგადოებრივი მაუწყებელი აცხადებს საბავშვო ევროვიზიის ეროვნულ კონკურსს. 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 9-დან 14 წლამდე ასაკის სოლისტებს, რომლებმაც უნდა წარმოადგინონ სპეციალურად საბავშვო ევროვიზიისათვის შექმნილი ახალი სიმღერა, ავტობიოგრაფია და ფოტო.

განცხადებები მიიღება ელექტრონულ მისამართზე junioreurovision@gpb.ge, ან საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში,მისამართი - კოსტავას ქ. #68.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 2 409 110; ეწვიეთ ვებგვერდს junior.eurovision-georgia.ge.

ეროვნული კონკურსის გამარჯვებული საქართველოს წარადგენს 2016 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში, მალტაში. 

საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის „ევროვიზია ჯუნიორი" წარმატების მომტანი აღმოჩნდა. საქართველო საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებული ორჯერ გახდა - 2008 წელს პირველი ადგილი ჯგუფ „ბზიკებს" ერგო, ხოლო 2011 წელს ფინალისტი ჯგუფი „ქენდი" გახდა.