EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

2016 წლის ევროფესტივალის პირდაპირ ეთერს პირველ არხზე თუთა ჩხეიძე გაუძღვება

ევროვიზიის რიგით 61-ე კონკურსის პირდაპირი ტრანსლაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში განხორციელდება. ევროფესტივალს თუთა ჩხეიძე გაუძღვება.

თუთა ჩხეიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში უძღვებოდა 2015 წლის საბავშვო ევროფესტივალს. კონკურსზე საქართველო კვარტეტმა The Virus-მა წარადგინა.

თუთა ჩხეიძე არის ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის მაგისტრი, 2004 წლიდან იყო რადიო ჰოლდინგ "ფორტუნას" რადიოწამყვანი, მუშაობდა რეპორტიორად "ნეტგაზეთში", იყო ილიას უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, სამოქალაქო აქტივისტი და ადამიანის უფლებათა დამცველი. ამჟამად არის  საზოგადოებრივი მაუწყებლის დილის პროგრამის  წამყვანი. 

Midnight Gold - ამ სიმღერით წარდგებიან ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz ევროვიზიის რიგით 61-ე კონკურსის მეორე ნახევარფინალურ საღამოზე.

2016 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი სტოკჰოლმში ჩატარდება. გრანდიოზულ სანახაობას Globe Arena უმასპინძლებს. კონკურსში წელს 42 ქვეყანა მონაწილეობს (რუმინეთი კონკურსს გამოეთიშა). ნახევარფინალები 10 და 12, ხოლო ფინალი 14 მაისს გაიმართება.