საზოგადოებრივი
104.5 FM
EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე
თაკო გაჩეჩილაძე ევროვიზიის ეროვნული კონკურსის გამარჯვებულია, სიმღერით - Keep the Faith. სწორედ ის წარადგენს საქართველოს 2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე, კიევში.

ეროვნული კონკურსის გამარჯვებული მაყურებელმა და საერთაშორისო ჟიურიმ 25 კონკურსანტს შორის, ხმის მიცემის შედეგად გამოავლინეს. თაკო გაჩეჩილაძემ ჟიურის წევრებისა და მაყურებლისგან ჯამში - 122 ქულა მოიპოვა. 

ევროვიზიის ეროვნული კონკურსის ფინალი 20 იანვარს თბილისის საკონცერტო დარბაზში ჩატარდა. შოუს პირდაპირი ტრანსლაცია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განახორციელა.

ევროვიზიის სიმღერის რიგით 62-ე კონკურსს კიევი მასპინძლობს. გრანდიოზული შოუს ნახევარფინალები 9 და 11, ხოლო ფინალი 13 მაისს ჩატარდება.

ეროვნული კონკურსის საუკეთესო ხუთეულში არიან:
თაკო გაჩეჩილაძე, სიმღერით Keep the Faith - 122 ქულა
ნუცა ბუზალაძე, სიმღერით White Horses Run - 107 ქულა
ჯგუფი The Mins, სიმღერით Crime - 105 ქულა
მალიბუ, სიმღერით We Live Once - 105 ქულა
მარიამ ჩაჩხიანი, სიმღერით Fly - 83 ქულა

საქართველოს შიდაშესარჩევ ტურში 25 კონკურსანტი მონაწილეობდა, ესენია: 

1. გიორგი ჩიქოვანი, სიმღერით Make it Right (კომპოზიტორი - გიორგი ჩიქოვანი)
2. ბრენდონ სტოუნი და ეთერი ბერიაშვილი, სიმღერით Heyo Song (კომპოზიტორი - ბრენდონ სტოუნი)
3. რატი დურგლიშვილი, სიმღერით Why (კომპოზიტორი - რატი დურგლიშვილი)
4. ანდრია გველესიანი, სიმღერით Revolutionise (კომპოზიტორი - გიორგი ლაღიძე)
5. ალისა დანელია, სიმღერით We Are Eternity (კომპოზიტორი - ალისა დანელია)  
6. ნუცა ბუზალაძე, სიმღერით White Horses Run (კომპოზიტორები - Andy Vitolo and John King)
7. მალიბუ, სიმღერით We Live Once (ავტორი - მალიბუ)
8. ჯგუფი EOS, სიმღერით Urban Signs (ავტორები - გიორგი ქოჩორაძე, გედევან კევლიშვილი)
9. დიმა კობეშავიძე, სიმღერით Scream (კომპოზიტორი - დიმა კობეშავიძე)
10. ტრიო "მანდილი", სიმღერით "მე და შენ" (კომპოზიტორი - ვადიმ ესტერმანი, როსტისლავ მასლოვიჩი)
11. თაკო გაჩეჩილაძე, სიმღერით Keep the Faith ( ავტორი - თაკო გაჩეჩილაძე, ანრი ჯოხაძე)
12. ნინო ბაშარული, სიმღერით "ლილეო" (Lileo) (კომპოზიტორი - ნინო ბაშარული)
13. ელენე მიქიაშვილი, სიმღერით Fighter (კომპოზიტორები - Ylva and Linda Persson)
14. MISHO, სიმღერით Magic (კომპოზიტორი - MISHO)
15. მარიკო ლეჟავა, სიმღერით Light it Up (კომპოზიტორი - "ბით ჰარდი", ბორიკო შხიანი და ალეკო ბერძენიშვილი)
16. ჯგუფი The Mins, სიმღერით Crime (კომპოზიტორი - ზვიად მღებრიშვილი)
17. ჯგუფი Sparkle, სიმღერით On The Top (კომპოზიტორი - ალეკო ბერძენიშვილი)
18. თორნიკე ყიფიანი, სიმღერით You Are My Sunshine (კომპოზიტორი - თორნიკე ყიფიანი)
19. თემო საჯაია, სიმღერით All The Same (კომპოზიტორი - თემო საჯაია)
20. საბინა ჭანტურია, სიმღერით Stranger (მუსიკა და ტექსტი - საბინა ჭანტურია)
21. მარიამ ჩაჩხიანი, სიმღერით Fly (კომპოზიტორი - ჯონი თითირაშვილი)
22. ჯგუფი Asea Sool, სიმღერით Nature (კომპოზიტორი - Asea Sool)
23. ნანუკა გიორგობიანი, სიმღერით Let The Sunshine In (კომპოზიტორი - ედიშერ ლომაძე)
24. ოთო ნემსაძე და ჯგუფი Limbo, სიმღერით Dear God (კომპოზიტორი - ბესო ნემსაძე)
25. დავით შანიძე, სიმღერით - "მტვერის კაცი" (კომპოზიტორი - დავით შანიძე)


ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz, სიმღერით Midnight Gold


2016 წელს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლები, პრესკონფერენციაზე, დაასახელა. კონკურსზე ქვეყანას ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz  წარადგენენ. ალტერნატიულ როკჯგუფთან მოლაპარაკებები რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კონკურსი გამოაცხადა - სიმღერის შესარჩევად. კომპოზიტორებს შესაძლებლობა ჰქონდათ  სპეციალურად ნიკა კოჩაროვის & Young Georgian Lolitaz-ისთვის შექმნათ კომპოზიცია, მათი ჟანრის გათვალისწინებით, კერძოდ - ალტერნატიული ინდი როკი ელექტრონული მუსიკის ელემენტებით. შემოსული განაცხადებიდან, ხუთი სიმღერა შეირჩა: Midnight Gold, Pain in my Heart, Right or Wrong, Sugar and Milk, Weagree.  შიდაშესარჩევი კონკურსის  გამარჯვებული კომპოზიცია გახდა - Midnight Gold.  გამარჯვებული სიმღერა მაყურებელმა და საერთაშორისო ჟიურიმ ხმის მიცემის შედეგად, ერთობლივად, გამოავლინეს. საერთაშორისო ჟიური ოთხი პროფესიონალისგან შედგებოდა, ესენია: მარვინ დიტმანი - სცენოგრაფი, კრისტერ ბიორკმანი - პროდიუსერი, ევროვიზია 2016-ის ერთ-ერთი ორგანიზატორი, საშა ჟან-ბაპტისტი - რეჟისორი, ენდი მიხეევი - ჟურნალისტი, ექსპერტი.

ევროვიზიის სიმღერის რიგით 61- ე კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლები ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz , სიმღერით Midnight Gold, მეორე ნახევარფინალურ საღამოზე, 12 მაისს წარდგებიან. 

2016 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი სტოკჰოლმში ჩატარდება. 

ნიკა კოჩაროვი
დაბადების თარიღი -1980 წლის 22 ივნისი
1986 წლიდან სწავლობდა მუსიკალურ და სამხატვრო სკოლებში.
ნიკას მუსიკალურ გემოვნებაზე გავლენა მოახდინა მამამ, ცნობილმა მუსიკოსმა ვალერი კოჩაროვმა. ვალერი კოჩაროვს სახელს უკავშირდება The Beatles-ის პოპულარიზაცია საქართველოში. 1993-1994 წლებში ნიკა მამის ჯგუფ "ბლიცთან“ერთად საგასტროლო ტურში იმყოფებოდა ლივერპულში.
მისი პირველი დებიუტი სცენაზე ჯუფ "ბლიცთან“ერთად შედგა. როდესაც მამამ და შვილმა The Beatles-ის სიმღერა A Hard Day’s Night შეასრულეს, ნიკამ პირველი საჩუქარი დაიმსახურა - მაყურებელმა აკუსტიკური გიტარა უსახსოვრა, რომელზეც ისწავლა დაკვრა და დღემდე ამ გიტარის დახმარებით ქმნის მუსიკას.
თბილიში დაბრუნების შემდეგ, ნიკამ ჩამოაყალიბა პირველი ჯგუფი, კლასელებთან ერთად. ამის შემდეგ ნიკა არერთი ჯგუფის წევრი იყო.
2000 წელს ფესტივალზე "მზიური" მაყურებლის წინაშე თავის ახალ ჯგუფ Young Georgian Lolitaz-თან ერთად წარდგა. ჯგუფის შემადგენლობა არაერთხელ შეიცვალა. უცვლელ წევრებად რჩებოდნენ ნიკა კოჩაროვი და ლევან შანშიაშვილი. ამჟამად, ჯგუფში მათთან ერთად უკრავს გიორგი მარი და დიმა ოგანესიანი. 2003 წელს ჯგუფის მიერ ფილმისთვის "პოსტ ფანკი" დაწერილი მუსიკა წლის საუნდტრეკად დასახელდა. ამავე წელს გამოვიდა ჯგუფის პირველი ალბომი Lemonjuice, რასაც მოჰყვა პირველი შეთავაზება ლონდონიდან.
2004 წელს ინგლისურენოვან ვებგვერდზე - mp3unsigned.com ნიკა კოჩაროვის Star წლის სიმღერად დასახელდა. 2005 წელს მუსიკოსი ლონდონში ერთერთ ლეიბლთან აფორმებს ხელშეკრულებას და ფესტივალებსა და კონცერტებში მონაწილეობს. 2006 წელს ჩაიწერა მორიგი ალბომი, ამჯერად ლონდონში.
2011 წელს ნიკა თბილისში ბრუნდება და კიდევ ერთ ახალ ჯგუფს Z For Zulu-ს ქმნის, რომელთან ერთადაც წერს ახალ ალბომს, პროდიუსერებთან დიმიტრი ტიკავოის (Dimitri Tikovoi) და დანტონ საფლისთან (Danton Supple) ერთად. 2014 წელს კონკურსზე "ფენიქსი" Z For Zulu საუკეთესო ჯგუფად სახელდება. ჯგუფმა Z For Zulu-მა გამოუშვა სამი ალბომი, რომლებშიც ძირითადად, ნიკას სიმღერები არის შესული. ასევე, მასვე ეკუთვნის ჯგუფის ვიდეორგოლები და ალბომების დიზაინი.
ნიკას ჰყავს ორი შვილი, 7 წლის კოსმო და 3 წლის დამიანი. ის თავისუფალ დროს შვილებთან ატარებს. არის კარგი მზარეული. აქვს გიტარების კოლექცია.

გიორგი მარი (Giorgi Marr) (ბას გიტარა)
დაბადების თარიღი - 1984 წლის პირველი მაისი
სწავლობდა 1999 - 2001 წლებში - იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო ტექნიკუმში, 2001 - 2007 წლებში - თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, 2009 - 2011 წლებში - ჰააგის სამეფო სამხატვრო აკადემიაში (KABK Royal Academy of Art Den Haag)
სამუშაო გამოცდილება:
2005-2007 წლებში - ჟურნალი "ცხელი შოკოლადი" - ილუსტრატორი
2006-2008 წლებში - ჟურნალი "ოზონი" - არტ დირექტორი
2012-2015 წლებში - ფესტივალის Tbilisi Open Air - მთავარი დიზაინერი
2013 წელს - კლუბი RIFFER
2000 წელს, დათო ლომიძესთან ერთად, დაარსა ჯგუფი Str!ng-ი. 2007 წელს ჩაიწერა Str!ng-ის ალბომი, სახელწოდებით B52. ჯგუფი Str!ng-ი 2009 წლამდე აქტიურად მოღვაწეობდა.
2010 წელს გიორგიმ და ზურა ჯავახიამ დაარსეს ჯგუფი ZurGi. ჯგუფი მონაწილეობდა მრავალ მუსიკალურ ფესტივალში და გამოუშვა ორი ინტერნეტალბომი. ZurGi-მ იარსება 2013 წლამდე.
ამჟამად, მოღვაწეობს ჯგუფში The Black Marrows და ჯგუფში Young Georgian Lolitaz, როგორც ბასგიტარისტი.

ლევან შანშიაშვილი - (გიტარა)
დაბადების თარიღი - 1984 წლის 10 ნოემბერი
დაამთავრა N 25-ე სამუსიკო სკოლა, შემდეგ მე-3 მუსიკალური კოლეჯი და სახელმწიფო კონსერვატორია, კლასიკური გიტარის განხრით. 1999 წელს შექმნა ალტერნატიული ჯგუფი "ქაოსი", ხოლო 2011 წელს ჯგუფი Kid Jesus-ი. 2000 წლიდან დღემდე უკრავს (გიტარა) ჯგუფში Young Georgian Lolitaz . ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

დიმიტრი ოგანესიანი (დასარტყამი ინსტრუმენტები)
დაბადების თარიღი - 1979 წლის 17 აგვისტო
N 168-ე სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩააბარა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მეორე სამუსიკო სასწავლებელში. წლების განმავლობაში, თანამშრომლობდა სხვადასხვა კოლექტივებთან. ამჟამად, დიმიტრი ოგანესიანი უკრავს ჯგუფში Young Georgian Lolitaz.

Midnight Gold (ტექსტი)
When I came to, your smell on me
I reached around the bed and grabbed a cigarette out of your bag.
Sound of you breathing, feel of your skin,
brought back some memories, I never thought this all could happen to me.
Ten hours are missing from memory,
I vaguely can recall pain and pleasure mixing in one bowl
My mind is spinning, I know the bliss
Ten million miles away my flesh and bones are dreaming in a haze.




ნინა სუბლატი, სიმღერით Warrior


საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამოცხადებული ევროვიზიის შიდაშესარჩევი კონკურსის მონაწილეები იყვნენ მიშა სულუხია, ნინა სუბლატი, ეთერ ბერიაშვილი, ჯგუფი "ნიუტონი" და ედვარდ მეისონი.

ეროვნული კონკურსის გამარჯვებული ნინა სუბლატი გახდა.

ნინა სუბლატმა საქართველო 2015 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარადგინა, სიმღერით Warrior, რომელიც თავად შექმნა. მომღერალმა კონკურსზე მე-11 ადგილი დაიკავა.

ნინა სუბლატი - არტისტი, კომპოზიტორი, პედაგოგი.

დაიბადა 1995 წლის 31 იანვარს ქ. მოსკოვში.

2005 წელს დაამთავრა ხელოვნების სკოლა, რომელშიც ეუფლებოდა ხატვას, გრაფიკას, ქანდაკებას. მისმა ნამუშევრებმა რამდენიმე საერთაშორისო კონკურსზე გამარჯვება მოიპოვა.

2008 წელს დაამთავრა მუსიკალური სკოლა, ფორტეპიანოს სპეციალობით. 2009 წელს შეთავაზება მიიღო სამოდელო სააგენტოდან, სადაც გააფორმა კონტრაქტი - როგორც მთავარმა მოდელმა და წლების განმავლობაში იმუშავა ცნობილ დიზაინერებთან და ფოტოგრაფებთან.

2010 -2011 წლებში ნინა მოღვაწეობდა სხვადასხვა ბენდთან ერთად და ატარებდა კონცერტებს საქართველოს მასშტაბით.

2011 წელს ნინამ დაიწყო თანამშრომლობა Georgian Dream Studio-სთან, სადაც მუშაობდა მომღერალ ბერასთან, ასევე, ნიუ იორკიდან, ლოს ანჯელესიდან და ლონდონიდან სპეციალურად მოწვეულ ვოკალის პედაგოგებსა და ქორეოგრაფებთან. აქ, ნინა უფრო საფუძვლიანად დაეუფლა მუსიკის ისტორიას, თეორიას, ვოკალის ტექნიკას, ქორეოგრაფიას, ფსიქოლოგიას და ა.შ.

2013 წელს ნინამ  მონაწილეობა მიიღო პროექტში "საქართველოს ვარსკვლავი", სადაც  მუშაობდა "ბრავო ბენდთან" და საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან. ნინა გახდა პროექტის გამარჯვებული და პრიზის სახით მიიღო მოწვევა ლონდონის მუსიკალური ინსტიტუტიდან - ვოკალის კურსის უმაღლეს საფეხურზე.

2013 წელს ნინამ ჩააბარა აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიაში, ინტერიერის დიზაინის კურსზე.

2014 წელს ნინა მონაწილეობდა ქართულ მიუზიკლში "ლურჯი ფრინველი" (დამდგმელი რეჟისორი დავით დოიჯაშვილი).

2014 წელს ნინამ ითანამშრომლა Bravo Records-თან, სადაც ჩაწერა სადებიუტო ალბომი Dare To Be Nina Sublatti.  ალბომი მაშინვე მოექცა ჩარტების სათავეებში, გახდა ყველაზე გაყიდვადი ქართული ალბომი; ამას მოჰყვა ტურნე საქართველოს მასშტაბით.

2014 წლიდან ნინა სწავლობს ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში, მუსიკის ტექნოლოგიის ფაკულტეტზე.

ნინა საკუთარ სტუდიაში მუშაობს მეორე ალბომზე. ალბომში შესული ყველა კომპოზიციის, მუსიკის, ტექსტისა და არანჟირების ავტორი თავად ნინა არის. ნინა სუბლატი არის "X - ფაქტორის" ჟიურის წევრი.

მიშა სულუხია, ნინა სუბლატი, ეთერ ბერიაშვილი, ჯგუფი "ნიუტონი" და ედვარდ მეისონი - შიდაშესარჩევ კონკურსზე.





ჯგუფი The Shin & მარიკო ებრალიძე, სიმღერით Three Minutes To Earth


ჯგუფი The Shin & მარიკო ებრალიძე საქართველოს 59-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარადგენენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილება 2013 წლის ევროვიზიის ქართველმა მონაწილეებმა სოფო გელოვანმა და ნოდიკო ტატიშვილმა გაახმიანეს.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა წელს უფლება გამოიყენა და საქართველოს წარმომადგენელი შიდაშესარჩევი, ეროვნული კონკურსის გამოცხადების გარეშე დაასახელა.

The Shin & მარიკო 59-ე ევროფესტივალის მეორე ნახევარფინალურ საღამოზე იმღერებენ.

The Shin
ჯგუფი The Shin 1998 წელს ჩამოყალიბდა და გერმანიაში მოღვაწეობს. ჯგუფის წევრები არიან: ზაზა მიმინოშვილი (გიტარა, ფანდური), ზურაბ გაგნიძე (ბასი, ვოკალი),ალექსანდრე ჭუმბურიძე (ცეკვა, დოლი), 2002 წელს მათ მამუკა ღაღანიძე შეუერთდა.
ჯგუფის The Shin მუსიკა წარმოადგენს ქართული სიმღერის მრავალხმიანობის, ინსტრუმენტული მუსიკის, ჯაზის, ფლამინგოს ელემენტების უნიკალურ შერწყმას. დიდი ხნის გულშემატკივარიც კი მათი შემოქმედების მოსმენისას ყოველ ჯერზე სიახლეს, რაღაც განსხვავებულს აღმოჩენს.
ჯგუფის წევრებს შექმნილი აქვთ ორიგინალური ნამუშევრები თეატრისთვის, ფილმებისთვის, სატელევიზიო და რადიო პროგრამებისთვის. ისინი თანამშრომლობენ ისეთ მსოფლიო დონის შემოქმედებთან, როგორებიც არიან: გია ყანჩელი, რობერტ სტურუა, ჯორჯ პარდო (Jorge Pardo), გიორა ფეიდმანი (Giora Feidman), ჩაკა ხანი (Chaka Khan), რენდი ბრეკერი (Randy Brecker), Okay Temiz, თეოდოსიი სპასოვი (Theodosii Spassov)და სხვები.
ჯგუფი The Shin რეგულარულად მონაწილეობს საერთაშორისო ფესტივალებზე და შთამბეჭდავ წარმატებასა და აღიარებას იმსახურებს.
„შინ“ (The Shin) - ქართულად სახლში ყოფნას ნიშნავს. მათ მუსიკას აქვს განსაცვიფრებელი უნარი, რომ მსმენელმა ის გაითავისოს, „გაიშინაუროს“.
ბოლო წლებში ჯგუფმა განახორციელა მნიშვნელოვანი პროექტები, ჩაწერა ალბომები: „ეგ არი“ (EgAri), „ეს არი“ (Es ari), „შავი ზღვის ცეცხლი“ (Black Sea Fire), შეიქმნა ახალი ბენდი შტუტგარტში(პროექტი Open World). ისინი მონაწილეობდნენ უამრავ ფესტივალში 30 -ზე მეტ ქვეყანაში. 2009 წელს მათ პირველი საპრიზო ადგილი დაიმსახურეს გერმანიაში მსოფლიო მუსიკის კონკურსზე. მათი ნოვატორული იდეები და შესაძლებლობები კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შეასხამს ფრთებს.

მარიკო ებრალიძე - დაიბადა 1984 წელს, თბილისში. დაამთავრა მუსიკალური შვიდწლედი, ფორტეპიანოს განხრით. 2000 წელს ჩაირიცხა ზაქარია ფალიაშვილის სახელობისმე-2 სამუსიკო სასწავლებელში, საესტრადო მომღერლის სპეციალობით. პარალელურად, სწავლობდა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის კონსერვატორიასთან არსებულ ნიჭიერთა ათწლედში, მაესტრო ნოდარ ანდღულაძის კლასში. 2004-2008 წლებში სწავლობდა თბილისის სამუსიკო ხელოვნების პედაგოგიურ ინსტიტუტში, მიიღო მომღერალ-სოლისტისა და პედაგოგის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.
2008 წელს მონაწილეობდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მუსიკალურ პროექტში „ვარსკვლავების აკადემია“, სადაც გახდა ფინალისტი და დაიკავა მე-3 საპრიზო ადგილი.
მონაწილეობდა სატელევიზიო მუსიკალურ კონკურსებში: „ბრავო“, „იმღერე რამე“, „ანა-ბანა“. ასევე, არაერთ საქველმოქმედო კონცერტში, მათ შორის პაატა ბურჭულაძის მიერ დაარსებული ფონდის “იავნანა“ საქველმოქმედო კონცერტში.
2009 წელს ბაქოში გამართულ საქართველოს კულტურის დღეებზე გამოდიოდა ჯაზბენდ M-dix ერთად.
2010 წელს Kloster Eberbach -ის სამონასტრო კომპლექსში, ფრანკფურტში, ქართული დიასპორისა და დიპლომატიური კორპუსის პატივსაცემად, პედაგოგ ოთარ ტატიშვილთან ერთად გამართა კონცერტი.
2011 წელს ბათუმის Black Sea Jazz Festival -ზე მერიასთან არსებულ „ბიგ-ბენდთან“ ერთად მონაწილეობდა.
2012 წელს თბილისში Kavkaz Jazz Festival-ზე მაყურებლის წინაშე წარდგა, როგორც სოლო მომღერალი,საკუთარი ეთნოჯაზ პროექტით Your Fingers. ეს პროექტი გაჟღერდა ბათუმში 2012 წლის Black Sea Jazz Fesitavl - ზეც.
2012 წელს ფრანკფურტში მონაწილეობდა Melchior Grund-ის სარეაბილიტაციო ცენტრის მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო კონცერტში. ბერტოლდ ბრეხტის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლზე შეასრულა გერმანული იავნანა - Vigala. 2013 წელს სარეაბილიტაციო ცენტრში შეასრულა ქართული ფოლკლორული, თუშური სიმღერები.
2013 წელს ბათუმის ხელოვნების სახლში ჯგუფთან Qamele-ON ერთად განხორციელდა პროექტი „უსმინე ჯაზს“.
2013 წელს ქალაქ აშდოდში, ქართველ ებრაელებთან ერთად, მონაწილეობდა კონცერტში.
2008 წლიდან არის თბილისის მერიასთან არსებული „ბიგ-ბენდის“ სოლისტი. თანამშრომლობს სხვადასხვა ჯაზბენდებთან. მათთან ერთად გამოდის თბილისის კლუბებში.
2014 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსს კოპენჰაგენი უმასპინძლებს. 59-ე ევროფესტივალის ნახევარფინალები 6 და 8, ხოლო ფინალი 10 მაისს გაიმართება. კონკურსში წელს 37 ქვეყანა მონაწილეობს.

სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი, სიმღერით Waterfall


საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საკუთარი უფლება გამოიყენა და საქართველოს წარმომადგენელი შიდაშესარჩევი კონკურსის გამოცხადების გარეშე დაასახელა.

"ევროვიზია 2013-ზე" საქართველოს სახელით წარდგებიან მომღერლები სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი. კონკურსი მაისში შვედეთში, ქალაქ მალმეში გაიმართება.

სოფო გელოვანი დაიბადა 1984 წლის 21 მარტს.
1990-1997 წ. დაამთავრა მე-10 მუსიკალური შვიდწლედი-ფორტეპიანოს განხრით;
2001-2005 წ. ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი ესპანური ენის განხრით;
2003-2007 წ.წ. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის მუსიკალური სასწავლებელი-საესტრადო ფაკულტეტი.
1999 წ. სატელევიზიო მუსიკალური პროგრამის "Утренняя звезда" გამარჯვებული.
2000 წ. ქ. ერევანის საესტრადო სიმღერების შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსი "დო-რე-მი" - პირველი ადგილი.
2003 წ. ქ. სანქტ-პეტერბურგის საესტრადო სიმღერების შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსი "Путь к звездом" - გრან-პრი.
2006 წ. ქ. კიშინოვში საესტრადო სიმღერების შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსი "Songs of the World" - გრან-პრი.
2007 წ. ქ. სანქტ-პეტერბურგის კონკურსი "Весна романса" - გრან-პრი.
2007 წ. ქ. მოსკოვის საერთაშორისო კონკურსი "Романсиада" - პირველი ადგილი.
2006-2007 წ. პედაგოგიური მოღვაწეობა
ვოკალში და ქართულ სიმღერაში (ქ. სანქტ-პეტერბურგი ქართული დიასპორა).
2011 წ. მუსიკალური პროექტის „10+10“ მონაწილე (საქართველო-სომხეთი).
2012წ. მუსიკალური პროექტის“10+10“ მონაწილე (საქართველო-უკრაინა).
2012 წ. იაკობ გოგებაშვილის სახელობის კიკეთის სკოლა-სიმღერის პედაგოგი.

ნოდიკო ტატიშვილი დაიბადა 1986 წლის 5 ნოემბერს. დაამთავრა თბილისის მეორე მუსიკალური სასწავლებელი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სპეციალობით „სახელმწიფო მართვის მოხელე“.
2010-2011 წლებში სწავლობდა ლონდონში The Institute Of Contemporary Music Performance, ასევე Burlington school.
იგი არის მრავალი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული, მის ჯილდოებშია: გრან პრი, პირველი, მეორე და მესამე ადგილები, მთავარი პრიზები. ეს კონკურსებია: „პალანგა 2005“ (ლიტვა), „Amber Star 2005“ (ლატვია), „აზიის ხმები - ასტანა 2007“ (ყაზახეთი), „World Star Quest“ 2008, სლავიანსკი ბაზარი 2008 (ბელორუსია), „Golden Voices“ (მოლდოვეთი).
მას ხშირად უწევს სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა.
საქართველოში: ქართული Pop Idol „ჯეოსტარი 2009“-ს გამარჯვებული.
მთავარი როლები აქვს შესრულებული მიუზიკლებში: ალექსანდრე ბასილაიას „ჩხიკვთა ქორწილი“ (2008წ), გიორგი ცაბაძის და გიორგი შენგელაიას „ვერის უბნის მელოდიები“ (2012წ).
2011 წელს გამოიცა მისი სადებიუტო ალბომი, სახელწოდებით - I am Georgian.
2011 წელს ასევე გაიმართა მისი პირველი სოლო კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში.
2008-2009 წლებში გალობდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდში.

ანრი ჯოხაძე, სიმღერით I’m A Joker


საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამოცხადებული ევროვიზიის ეროვნული კონკურსის გამარჯვებული ანრი ჯოხაძე გახდა, სიმღერით I’m A Joke. მომღერალმა საქართველოს შიდაშესარჩევი კონკურსის ფინალში 9 კონკურსანტს შორის გაიმარჯვა.

რიგით 57-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსს აზერბაიჯანი მასპინძლობს. გრანდიოზული სანახაობა ბაქოს Crystal Hall-ში ჩატარდება..

ანრი ჯოხაძე ევროვიზიის შიდაშესარჩევ კონკურსში 2009 წელსაც მონაწილეობდა. 

ანრი ჯოხაძე 13 საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული და ლაურეატია. სიმღერა 4 წლის ასაკში დაიწყო. თავად წერს სიმღერებს და საკუთარი კლიპების სცენარებსაც. მონაწილეობს თითქმის ყველა კონცერტსა, თუ მნიშვნელოვან ღონისძიებაში, რაც საქართველოში იმართება. ანრიმ ბევრ დამწყებ მუსიკოსს გაუწია პროდიუსერობა. მომღერალი ამჟამად თავის მე-5 ალბომზე მუშაობს.

ევროვიზიის ეროვნული კონკურსის მონაწილეები:

ჯგუფი November, სიმღერით Letter To A Friend
ჯგუფი Vanilla Cage, სიმღერით Breaking The Cage
ჯგუფი Mirror Illusion, სიმღერით Whisper
ჯგუფი REMA, სიმღერით Feel Me
ჯგუფი Industrial City, სიმღერით Broken
ანრი ჯოხაძე, სიმღერით I’m A Joker
ბორის ბედია, სიმღერით It`s Life
LEO JEE (ლევან ჯიბლაძე), სიმღერით It's My Life
ედვარდ ტატიანი, სიმღერით Hey You

ჯგუფი Eldrine, სიმღერით One More Day



2011 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველო Eldrine-მა წარადგინა. ჯგუფმა ეროვნულ ფინალში გაიმარჯვა. ევროვიზიის შიდაშესარჩევი კონკურსი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ პავილიონში გაიმართა. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა შვიდმა მომღერალმა და ვოკალურმა ჯგუფმა მიიღო.

ჟიურისა და მაყურებლის გადაწყვეტილებით, გამარჯვება ჯგუფმა Eldrine-მა, სიმღერით One More Day მოიპოვა.

შიდაშესარჩევ კონკურსში მონაწილეობდნენ:

ჯგუფი Eldrine - One More Day
თემო საჯაია - "ჯარისკაცის სიმღერა"
სალომე კორკოტაშვილი - Love
ჯგუფი "ტკბილი აბები"- Face to Face
ჯგუფი November და დიტო ლაგვილავა - "ამ ახალ დღეს"
ნინი შერმადინი - Rejected
ჯგუფი The Georgians - Loved, Seen, Dreaming

ევროვიზიის კონკურსი გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში ჩატარდა.


სოფო ნიჟარაძე, სიმღერით Shine



2010 წელს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ევროვიზიის საკონკურსო სიმღერის გამოსავლენად ეროვნული კონკურსი გამოაცხადა. ევროფესტივალზე საქართველოს წარმომადგენლის, სოფო ნიჟარაძისთვის ექვსი ერთმანეთისგან განსხვავებული, ინგლისურენოვანი სიმღერა შეირჩა, რომელთა შორის საუკეთესო ქართველ ხალხს უნდა აერჩია.

კონცერტი „თბილისი ივენთ ჰოლში" გაიმართა, რომელიც ცნობილმა რეჟისორმა ლაშა ონიანმა დადგა. საღამოს დავით ქაცარავა უძღვებოდა.

სოფო ნიჟარაძის მიერ ექვსი საკონკურსო სიმღერის შესრულების შემდეგ, ხმის მიცემის პროცედურა დაიწყო. გამარჯვებული სიმღერა გახდა - Shine, რომელიც ქართველმა მაყურებელმა და ჟიურიმ ერთად გამოავლინეს.

2010 წლის ევროვიზიის ქართველმა მონაწილემ სოფო ნიჟარაძემ სიმღერა Shine ოსლოში, ტელენორის არენაზე შეასრულა.

სოფო ნიჟარაძის მიერ ევროვიზიის ეროვნულ კონკურსზე შესრულებული სიმღერები.







ჯგუფი „სტეფანე და 3G", სიმღერა - Put In Disco



2009 წელს, საქართველოს შიდაშესარჩევი კონკურსის გამარჯვებული ჯგუფი „სტეფანე და 3G" გახდა. ჯგუფს საქართველოს სახელით მოსკოვში გამართულ ევროფესტივალზე უნდა შეესრულებინა სიმღერა - Put In Disco.

მედიასაშუალებებში გახმოვანდა, რომ სიმღერას ორაზროვანი, პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა, რომელიც რუსეთის პრემიერ-მინისტრის მისამართით ვრცელდებოდა.

ევროპის მაუწყებელთა კავშირმა უხერხულობის თავიდან ასაცილებლად ქართულ მხარეს სიმღერის შეცვლა შესთავაზა. მოგვიანებით, საქართველომ კონკურსში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.



ევროვიზიის ეროვნული კონკურსის მონაწილეები:


ბაჩი ქიტიაშვილი და ჯგუფი "ბერმუხა"
ჯგუფი November (დავი - დავით მჭედლიშვილი, დავით ჯოხაძე, კობი მანჯგალაძე, გიორგი კაკალაშვილი, სანდრო ჟღენტი)
გიორგი მაისურაძე
თიკა ფაცაცია
ტონი ომეილი
ნოდიკო ტატიშვილი
ბორის ბედია
სტეფანე და 3G
ანრი ჯოხაძე
ქეთი ორჯონიკიძე



2008 წელს საქართველოს შიდაშესარჩევი, ეროვნული კონკურსის გამარჯვებული დიანა ღურწკაია გახდა და სწორედ მან წარადგინა საქართველო ევროფესტივალზე.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ბელგრადში, სერბეთში ჩატარდა. დიანა ღურწკაიამ, სიმღერით Peace Will Come, მე-11 ადგილი დაიკავა.



ევროვიზიის ეროვნული კონკურსის მონაწილეები:

3G, სიმღერით I'm Free
ალეკო ბერძენიშვილი, სიმღერით The Beautiful Girl
დიანა ღურწკაია, სიმღერით Peace Will Come
გუგა აფციაური, სიმღერით Don't Look at Me
ირაკლი ფირცხალავა, სიმღერით Freedom
სალომე გასვიანი, სიმღერით Share Your Love
სალომე კორკოტაშვილი, სიმღერით Captain
თაკო გაჩეჩილაძე, სიმღერით Me and My Funky
თამთა ჭელიძე, სიმღერით Give me Your Love
"თეატრონი", სიმღერით "საქართველო იწვევს მეგობრებს"
თიკა ფაცაცია, სიმღერით Never Change
Vivo, სიმღერით Life

სოფო ხალვაში, სიმღერით My Story


სოფო ხალვაშისთვის - 2007 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ქართველი მონაწილისთვის, შიდაშესარჩევ კონკურსზე, ხუთი სიმღერა შეირჩა - ავტორები: მიხეილ მდინარაძე, ზურაბ მახნიაშვილი, ლილიკო ნემსაძე, ბექა ჯაფარიძე, ოთარ ტატიშვილი. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ორგანიზებულ კონცერტზე სოფომ ხუთივე სიმღერა შეასრულა.

ხმის მიცემის შედეგად,  გამარჯვებულად  „სტეპ-რეკორდის” გენერალური პროდიუსერის ბექა ჯაფარიძის სიმღერა  My Story („ჩემი ამბავი”) დასახელდა. კომპოზიცია ხორუმით იწყება და თანამედროვე რიტმებში გადადის.

2007 წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ფინეთში ჩატარდა.

შიდაშესარჩევ კონკურსზე სოფო ხალვაშის მიერ შესრულებული სიმღერები.