საზოგადოებრივი
104.5 FM
EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

საქართველომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილეობა პირველად 2007 წელს მიიღო, როდესაც სოფო ხალვაშმა მე-12 ადგილი დაიმსახურა, სიმღერით My Story.

ჰელსინკი, ფინეთი - 2007 წლის ევროფესტივალის ფინალი.


2008 წელს ქვეყანა ევროფესტივალზე დიანა ღურწკაიამ წარადგინა, სიმღერით Peace Will Come. მან მე-11 ადგილი დაიკავა.

ბელგრადი, სერბეთი - 2008 წლის ევროფესტივალის ფინალი.


Peace Will Come (ვიდეოკლიპი).


2009 წელს, საქართველოს შიდაშესარჩევი კონკურსის გამარჯვებული ჯგუფი "სტეფანე და 3G" გახდა. ჯგუფს საქართველოს სახელით მოსკოვში გამართულ ევროფესტივალზე უნდა შეესრულებინა სიმღერა - Put In Disco.

მედიასაშუალებებში გახმოვანდა, რომ სიმღერას ორაზროვანი, პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა, რომელიც რუსეთის პრემიერ-მინისტრის მისამართით ვრცელდებოდა.

ევროპის მაუწყებელთა კავშირმა უხერხულობის თავიდან ასაცილებლად ქართულ მხარეს სიმღერის შეცვლა შესთავაზა. მოგვიანებით, საქართველომ კონკურსში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

Put In Disco - შიდაშესარჩევი კონკურსის გამარჯვებული სიმღერა.


2010 წელს ოსლოში გამართულ რიგით 55-ე ევროფესტივალზე საქართველოს წარმომადგენელი სოფო ნიჟარაძე საუკეთესო ათეულში მოხვდა. კონკურსზე, რომელშიც 39 ქვეყანა მონაწილეობდა, მან მეცხრე ადგილი დაიკავა.

ოსლო, ნორვეგია - 2010 წლის ევროფესტივალის ფინალი.


Shine (ვიდეოკლიპი).


2011 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელმა ჯგუფმა Eldrine, სიმღერით One More Day მეცხრე ადგილი დაიკავა.

დიუსელდორფი, გერმანია - 2011 წლის ევროფესტივალის ფინალი.


One More Day (ვიდეოკლიპი).


2012 წლის ევროფესტივალს ქართველი კონკურსანტი ანრი ჯოხაძე სიმღერით, I'm a Joker ნახევარფინალური ტურიდან გამოეთიშა.

ბაქო, აზერბაიჯანი - 2012 წლის ევროფესტივალის მეორე ნახევარფინალი.


I'm a Joker (ვიდეოკლიპი).


2013 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლები სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი, სიმღერით Waterfall მე-15 ადგილზე აღმოჩნდნენ.

მალმე, შვედეთი - 2013 წლის ევროფესტივალის ფინალი.


Waterfall (ვიდეოკლიპი).


2014 წლის ევროფესტივალი კოპენჰაგენში გაიმართა. ქართველი კონკურსანტები The Shin & მარიკო ევროფესტივალს ნახევარფინალური ტურიდან გამოეთიშნენ.

კოპენჰაგენი - 2014 წლის ევროფესტივალის მეორე ნახევარფინალი.


Three Minutes to Earth (ვიდეოკლიპი).


საიუბილეო, ევროვიზიის სიმღერის რიგით მე-60 კონკურსს ვენა, ავსტრია მასპინძლობდა. საქართველოს წარმომადგენელი ნინა სუბლატი, სიმღერით Warrior მე-11 ადგილზე გავიდა.

ვენა - 2015 წლის ევროფესტივალის ფინალი.


Warrior (ვიდეოკლიპი).


2016 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი სტოკჰოლმში, შვედეთში ჩატარდა. საქართველო ნიკა კოჩაროვმა და ჯგუფმა Young Georgian Lolitaz წარადგინეს, სიმღერით Midnight Gold.

Midnight Gold (ვიდეოკლიპი)


სტოკჰოლმში - 2016 წლის ევროფესტივალის ფინალი.


თამარა გაჩეჩილაძე, სიმღერით Keep the Faith, 2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირველ ნახევარფინალში გამოვიდა, თუმცა ნახევარფინალური ტური ვერ გადალახა და კონკურსს გამოეთიშა.



2007 წელს საბავშვო ევროფესტივალზე საქართველო მარიამ რომელაშვილმა წარადგინა, სიმღერით "ოდელია რანუნი".


2008 წელს საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი "ბზიკები" საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული გახდა.



2009 წელს ქვეყანა 
კონკურსზე  ჯგუფმა PRINCESSES წარადგინა, სიმღერით "ლურჯი ფრინველი".





2010 წელს საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს სახელით მარიამ კახელიშვილი გამოვიდა, სიმღერით "მარი-დარი".




2011 წელს ჯგუფი Candy, სიმღერით Candy Music  საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული გახდა.




2012 წელს კონკურსზე საქართველო ჯგუფმა The FunKids წარადგინა, სიმღერით Funky Lemonade.





2013 წელს საბავშვო ევროფესტივალზე საქართველოს სახელით გამოვიდა ჯგუფი The Smile Shop, სიმღერით Give me your Smile.



2014 წელს საქართველო წარადგინა Lizi-Pop-მა, სიმღერით Happy Day.




2015 წლის საბავშვო ევროფესტივალზე საქართველო კვარტეტმა The Virus-მა  წარადგინა, სიმღერით "გაბედე".




საბავშვო ევროვიზიის სიმღერის რიგით მე-14 კონკურსის გამარჯვებული საქართველოს წარმომადგენელი მარიამ მამადაშვილი გახდა.

საბავშვო ევროვიზია 2016 - ვალეტა, მალტა. მარიამ მამადაშვილი, საკონკურსო სიმღერით "მზეო".