საზოგადოებრივი
104.5 FM
EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

ევროვიზიის სიმღერის კონკურსი (ESC) ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ევროპული სატელევიზიო კონკურსია, რომელიც პირდაპირ ეთერში ევროვიზიის სატელიტური ქსელის მეშვეობით გადაიცემა. გრანდიოზულ სანახაობას ყოველწლიურად, მსოფლიოს მასშტაბით, 200 მლნ-ზე მეტი მაყურებელი ადევნებს თვალს.

შექმნის იდეა

კონკურსის შექმნის იდეა 1955 წელს ევროპის სამაუწყებლო კავშირის (EBU) მონაკოს შეხვედრაზე გაჩნდა, იტალიის სან-რემოს მუსიკის ფესტივალი კი კონკურსის მოდელად იქცა. იდეის ავტორი, EBU-ს ფრანგი წარმომადგენელი მარსელ ბაისონი კონკურსის მიზნად გახლეჩილი ევროპის ცივი ომის აგონიიდან გამოყვანას, ევროპის გაერთიანების ხელშეწყობას, ასევე, სატელევიზიო მაუწყებლობების არსებული ტექნოლოგიების გამოცდას ასახელებს.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსი პირველად 1956 წლის 24 მაისს შვეიცარიაში, ქალაქ ლუგანოში ჩატარდა (სწორედ შვეიცარიაში, ჟენევაშია EBU - ს შტაბბინა) და მასში მხოლოდ 7-მა ქვეყანამ: შვეიცარიამ, ნიდერლანდებმა, ბელგიამ, გერმანიამ, საფრანგეთმა, ლუქსემბურგმა და იტალიამ - მიიღო მონაწილეობა. დროთა განმავლობაში კონკურსს სხვა ქვეყნებიც ემატებოდა, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ კი მონაწილეთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. მე-20 საუკუნის დასასრულს კონკურსში მონაწილე ქვეყნების რიცხვმა 40-ს გადააჭარბა.

1956 წელს კონკურსის გამარჯვებული გახდა შვეიცარიის წარმომადგენელი ლიზ ასია (Lys Assia), სიმღერით Refrain (მისამღერი).


გამოჩენილი გამარჯვებულები

ევროვიზიის სიმღერის კონკურსში სხვადასხვა წლებში ბევრი ლეგენდარული მუსიკოსი მონაწილეობდა. ზოგიერთმა მომღერალმა კი კონკურსში მონაწილეობის შემდეგ პოპულარობა მთელ მსოფლიოში მოიპოვა.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მონაწილეები იყვნენ ისეთი ცნობილი შემსრულებლები, როგორებიც არიან: 1974 წლის კონკურსში გამარჯვებული ABBA (შვედეთი), სიმღერით Waterloo, 1988 წლის კონკურსში გამარჯვებული Celine Dion (შვეიცარია), სიმღერით Ne partez pas sans moi, 1990 წლის კონკურსში გამარჯვებული Toto Cutugno (იტალია), სიმღერით Insieme: 1992 და სხვები.

1974 წლის ევროფესტივალის აღმოჩენა შვედური ჯგუფი ABBA გახდა . დიდ ბრიტანეთში გამართულ ევროფესტივალზე ჯგუფმა გამარჯვება საკონკურსო სიმღერით Waterloo დაიმსახურა.


ირლანდიაში შემდგარი 1988 წლის ევროფესტივალის გამარჯვებული სელენ დიონი გახდა. ვარსკვლავი კონკურსზე შვეიცარიის სახელით მონაწილეობდა და Ne partez pas sans moi შეასრულა.


1990 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული იტალიის წარმომადგენელი ცნობილი მომღერალი Toto Cutugno გახდა, საკონკუროს სიმღერით Insieme: 1992.


1970 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში ესპანეთის სახელით მონაწილეობდა იმ პერიოდისთვის ჯერ კიდევ უცნობი, ხოლო მოგვიანებით კერპად აღიარებული ჰულიო იგლესიესი. შემსრულებელმა ნიდერლანდეში გამართულ მე-15 ევროფესტივალზე, საკონკურსო სიმღერით Gwendolyne მეოთხე ადგილი დაიმსახურა.


ვარსკვლავური წყვილი ალბანო და რომინა პაუერი ევროფესტივალზე იტალიის სახელით 1976-სა და 1985 წლებში მონაწილეობდანენ. 1976 წლის ევროფესტივალზე ალ ბანომ და რომინამ სიმღერით We'll Live It All Again მეშვიდე ადგილი დაიმსახურეს.


1985 წელს შვედეთში გამართულ ევროვიზიის კონკურსზე წყვილმა, საკონკურსო სიმღერა Magic, Oh Magic შეასრულა.


ჯონი ლოგანი - ევროვიზიის ყველაზე წარმატებული მონაწილე

ავტრალიაში დაბადებული, ირლანდიელი მუსიკოსი და კომპოზიტორი ჯონი ლოგანი ევროვიზიის კონკურსების ყველაზე წარმატებული მომღერალია. ევროვიზიის კონკურსებში ის 1970 წლიდან მონაწილეობდა . ევროფესტივალის გამარჯვებული 1980 და 1987 წლებში გახდა; ასევე, მოიგო კონკურსი როგორც საკონკურსო სიმღერის კომპოზიტორმა 1987 და 1992 წლებში. 1984 წელს მისმა შექმნილმა სიმღერამ ევროფესტივალზე მეორე ადგილი დაიმსახურა.

ირლანდიის წარმომადგენელი ჯონი ლოგანი 1980 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული გახდა, სიმღერით What's Another Year.


საკონკურსო სიმღერით Hold Me Now მან ევროფესტივალის გამარჯვებულის ტიტული 1987 წელსაც დაიმსახურა.



2016 წელს - მასპინძელი ქვეყანა მალტა. გამარჯვებული საქართველოს წარმომადგენელი მარიამ მამადაშვილი, საკონკურსო სიმღერით "მზეო".


2015 წელს - მასპინძელი ქვეყანა ბულგარეთი.  გამარჯვებული მალტის წარმომადგენელი დესტინი (Destiny Chukunyere), საკონკურსო სიმღერით Not My Soul.


2014 წელს - მასპინძელი ქვეყანა მალტა. გამარჯვებული იტალიის წარმომადგენელი ვინჩენცო კანტიელო (Vincenzo Cantiello), საკონკურსო სიმღერით Tu Primo Grande Amore.


2013 წელს - მასპინძელი კიევი, უკრაინა. გამარჯვებული მალტის წარმომადგენელი გაია კაუჩი (Gaia Cauchi). სიმღერით  The Start.


2012 წელს - მასპინძელი ამსტერდამი, ჰოლანდია; გამარჯვებული უკრაინის წარმომადგენელი ანასტასია პეტრიკი (Anastasiya Petryk) , სიმღერით Nebo.


2011 წელს - მასპინძელი ერევანი, სომხეთი; გამარჯვებული საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი "ქენდი", სიმღერით Candy Music.


2010 წელს - მასპინძელი მინსკი, ბელარუსი; გამარჯვებული სომხეთის წარმომადგენელი ვლადიმირ არზუმანიანი (Vladimir Arzumanyan), სიმღერით Mama.


2009 წელს - მასპინძელი კიევი, უკრაინა; გამარჯვებული ჰოლანდიის წარმომადგენელი რალფ მაკენბაჩი (Ralf Mackenbach), სიმღერით Click Clack.


2008 წელს - მასპინძელი ლიმასოლი, კვიპროსი; გამარჯვებული საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი "ბზიკები", სიმღერით "ბზზ..."


2007 წელს - მასპინძელი როტერდამი, ჰოლანდია; გამარჯვებული ბელარუსის წარმომადგენელი ალექსეი ჟიგალკოვიჩი (Alexey Zhigalkovich), სიმღერით S Druz'yami.


2006 წელს - მასპინძელი ბუჰარესტი, რუმინეთი; გამარჯვებული რუსეთის წარმომადგენელი - ტყუპები ტოლმაჩევები (Tolmachevy Twins), სიმღერით Vesenniy Jazz.


2005 წელს - მასპინძელი ჰასელტი, ბელგია; გამარჯვებული ბელარუსის წარმომადგენელი ქსენია სიტნიკი (Ksenia Sitnik), სიმღერით My Vmeste.


2004 წელს - მასპინძელი ლილეჰამერი, ნორვეგია; გამარჯვებული ესპანეთის წარმომადგენელი მარია იზაბელი (María Isabel), სიმღერით Antes Muerta Que Sencilla.


2003 წელს - მასპინძელი კოპენჰაგენი, დანია; გამარჯვებული ხორვატიის წარმომადგენელი დინო იელუსიკი (Dino Jelusić), სიმღერით Ti Si Moja Prva Ljubav